logo_geo
სოფო ხორგუანი: საპრეზიდენტო არჩევნებს პოზიტიურად შევხედე, რადგან მოქალაქეებმა ჩვენი ძალა ვიგრძენით
- +

29 დეკემბერი. 2018. 03:43

„საპრეზიდენტო არჩევნებს პოზიტიურად შევხედე, რადგან მოქალაქეებმა ჩვენი ძალა ვიგრძენით“, – ამის შესახებ კრიზისმენეჯერმა, სოფო ხორგუანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ვიგრძენით, გავითავისეთ და გავიაზრეთ, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის ხმას მნიშვნელობა აქვს. ეს მომწონს, რადგან ადამიანები ამბობენ, ჩვენ შეგვიძლია, ხელისუფლებას რაღაც გავაკეთებინოთ და რაღაც შევცვალოთ. ჩვენ, მოქალაქეებმა ვთქვით, რომ შეგვიძლია, ვმართოთ ხელისუფლება, რომელიც ჩვენი დაქირავებულია კონკრეტული საქმეებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ხორგუანმა.

 

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ დამსახურება რამეა, ეს პირველ რიგში, თავისუფლებაა, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა.

 

 

 

 

big_banner
არქივი