logo_geo
მიხეილ ცაგარელი: პრინციპი „ენდე, მაგრამ შეამოწმე“ წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება
- +

4 იანვარი. 2019. 21:56

რატომ იქნება აქტუალური 2019 წელს პრინციპი „ენდე მაგრამ შეამოწმე“ და რას მოგვთხოვს შემდეგი 7 წლის განმავლობაში პლანეტა ურანი? - ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ამ თემებზე ისაუბრა.

 

„ტახი, მოგეხსენებათ, ადვილად მიმნდობია, რის გამოც ხშირად იჩაგრება ან დაცინვის ობიექტი ხდება. შესაბამისად, მეტი სიცრუე და თაღლითობაა მოსალოდნელი ფინანსურ სფეროში, გაცვლითი ოპერაციებისა და პირადი ურთიერთობის დროს, თუმცა, ელემენტარული სიფრთხილის შემთხვევაში, მათი გამოაშკარავება იოლად შეიძლება. პრინციპი „ენდე, მაგრამ შეამოწმე“ წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება. წელს პლანეტა ურანის ყოფნა ვერძის ზოდიაქოში (მარტამდე) გაზრდის ხანძრების, საპროტესტო გამოსვლების, საომარი რიტორიკისა და შეტაკებების ალბათობას, თუმცა მარტის თვიდან  (შემდგომი 7 წლის განმავლობაში) პლანეტა ურანი გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, რომელიც საბანკო-საფინანსო სექტორს მართავს. ეს მოვლენა კი განაპირობებს და ითხოვს ცვლილებებსა და სიახლეებს ამ სფეროში. თუ ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემა არ იქნება მზად ამ მოთხოვნებისათვის, მაშინ ეს კვლავ სავალუტო-საფინანსო რყევებსა და არასტაბილურობას გამოიწვევს, რომლის დროსაც არაკეთილსინდისიერი ადამიანები ხელს მოითბობენ“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი