logo_geo
მილტონ ჰეიგი: სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა და სათამაშო ტაქტიკაც შევცვალეთ
- +

8 იანვარი. 2019. 16:32

 

„სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოხდა, რიჩარდ  გრემი წავიდა და ნაწილობრივ ტაქტიკაც შეიცვალა. მჯეროდა, რომ ბურთის შენახვა და მეტოქისთვის ჩვენი თამაშის თავზე მოხვევა შეგვეძლო. ასეთი ტაქტიკით თამაშისთვის აუცილებელია, რომ საჭირო ადგილას საჭირო მოთამაშეები გყავდეს“, - განცხადა „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.   

 

ჰეიგი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მოთამაშეების სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას.

 

,,ახალგაზრდებმა გაამართლეს, თედო აბჟანდაძემ კარგად ათამაშა გუნდი, ლაშა ხმალაძეც კარგი იყო 15 ნომრის პოზიციაზე. როდესაც გყავს მორაგბეები, რომლებსაც პასის გაშვება და ბურთის დაჭერა შეუძლიათ, საშუალება გეძლევა შეტევის სტრუქტურა ჩამოაყალიბო“, - განაცხადა ჰეიგმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი