logo_geo
პირველი ქართველი მეთოჯინე, რომელიც იტალიაში სასწავლებლად მიიწვიეს!
- +

9 იანვარი. 2019. 23:24

 

 

მსოფლიოში ადამიანთა ცხოვრება გარკვეულ საზღვრებშია მოქცეული, ადამინებს კი ძალიან უყვართ არსებული საზღვრების დარღვევა. ერთადერთი რასაც ვერაფრით შემოსაზღვრავ ეს ადამინაის ფანტაზიაა. ადამიანური ფანტაზიის გარკვეულ საზღვრებში მოქცევა შეუძლებელია, რადგან ის ყოველთვის იცვლის მიმართულებას. სწორედ ადამიანური ფანტაზიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა ხელოვნება, ის ხომ ადამიანური ფანტაზიის უშრეტი წყაროსაგან იბადება. ხელოვან ადამიანებს შეუძლიათ მათი ფიქრები მათ შემოქმედებაში ასახონ. თუშენ ხარ ხელოვანი მაშასადამე შენ შეგიძლია გაცდე საზღვრებს, იმოგზაურო დედამიწის გარშემო 80 წამში და თავად შექმნა ადამიანისათვის დაუვიწყარი სამყაროდღეს ხელოვნების არც თუ ისე ხშირ, მაგრამ გამორჩეულ დარგს-მეთოჯინეობას შევეხებით. მუსიკოსები თავიანთ ფანტაზიას ნოტებად აქცევენ, მხატვრები ფერებად, მწერლები ასოებად, მეთოჯინეები კი ფიგურებად. უფალმაც მიწისაგან შექმნა ადამი და შემდეგ ჩაჰბერა მას სული.  “თბილისი-თაიმსსმეთოჯინე ბაჩო ცანავა მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ესაუბრა. როდესაც ბაჩო ცანავას ვესტუმრე და მისი თოჯინები ვნახე მივხვდი, რომ ცოტა ხნით მისი თბილი, სუფთა, მისტიური და  განსხვავებული სამყაროს ნაწილი გავხდი. როდესაც მის შექმნილ ფიგურებს უყურებ ხვდები, რომ ისინი თავიანთ სათქმელს ამბობენ, მათში ბაჩოს ცხოვრების ნაწილი იმალება მისი ყველა განცდითა და ემოციითრამდენად იოლია შენი ხელით შექმნა ადამიანთა სახეები, როგორია იცხოვრო სამყაროში რომელსაც თავად ქმნი?. რას ნიშნავს როდესაც შეგიძლია იგრძნო შენი ხელების მაგიური ძალა? და წარმოსახვაში გაცოცხლებული სახეები რეალურად აქციო, მისცე მათ ამ სამყაროში არსებობის უფლება.

 „მე პროფესიით ვეტერინარი ვარ, თუმცა სანამ ვეტერინარი გავხდებოდი და ჩავაბარებდი ზოოვეტში,  მანმადე პატარა ფიგურებს ვაკეთებდი.  ხატვა არ ვიცი, ფურცელზე ფორმებს ვერ ვგრძნობ, ამიტომ  სამხატვრო აკადემიაში ვერ მოვხვდებოდა და გადავწყვიტე ჩამებარებინა ზოოვეტში. ამასთან ცხოველებიც ძალიან მიყვარს. ბოლო კურზე ვიყავი, როდესაც სასოფლოში მოეწყო სააღდგომო გამოფენა, იქ გავიტანე რაომდენიმე ნამუშვერაი ისე, რომ არავინ იცოდა. ჩემმა ნამუშევრებმა მოწონება დაიმსახურა,  ეს იყო ჩემი პირველი გასვლა საზოგადოებაში.  თვითნასწავლი ვარ, ყველაფერი ჩემით შევისწავლე. 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველი თოჯინა გავაკეთე, რაღაც პატარა მინიატურა იყო, სახეც არ ქონდა, მაგრამ საინტერსო იყო. სახლში როდესაც სტუმრები მოდიოდნენ დედა ამ ნამუშევარს აჩვენემდა, მათ ეს მოწონდათ და აქედან მომეცა სტიმული. თავიდან პლასტელინისგან ვაკეთებდი ფიგურებს და შემდეგ ვშლიდიმაშინ ძირითადად უფრო ჭარბობდა XVI-XVII საუკუნებიის სტილი. ძალიან მიყვარს სახლის სამშვენისები, ძველებური ფიგურებისწორედ მათ ვბაძავდი და ვაკეთებდი ნამუშევრებს. ჩემი შთაგონების წყარო თავიდან  ძირითადად ბავშვობის დროს წაკითხული სხვადასხვა ლიტერატურა იყო. “ჯეინ ეარიჩემი ბავშვობისსაყვარელი წიგნია, მაქვს გაკეთებული თოჯინა რომლიც ნახევარ მეტრამდეა და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თოჯინაა. ახლა უკვე მაინტერესებს პორტრეტები, ადამიანები საინტერესო სახეებით. ეს შეიძლება არ იყოს ცნობილი  სახე, სრულიად უცნობი ადამიანი შემხვდეს ქუჩაში მომეწონოს მის გამომეტყველება და გამოვიყენო.  პირველი გამოფენა,  როგორც ზემოთ აღვნიშნე სასფლოში მქონდა, შემდეგ  მიმიწვიეს ქუთაისში თოჯინების თეატრში… 2012 წელს პერსონალური გამოფენა მქონდა კინოს, თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეულმში სადაც  30 თოჯინა გავიტანე. აქ ნამუშევრების გატანა გიორგი კალანდიამ შემომთავაზაგამოფენამ 1 თვე გასტანა. ჩემთვის ეს ყველაფერი  ძალიან საინტერსო იყო. მანამდე 3 თვის განვალობაში გავაკეთე  საგამოფენო თოჯინების უდიდეს ნაწილი. გიორგიმ გამოფენის გახსნის დღეს გამიკეთა სიურპრიზი, გამოდის კატალოგირომელშიც შევა ამ მუზეუმში დაცული ყველა შედევრი, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვა გამოჩენილი ქართველი მხატვრების ნამუშევრები და მათ შორის შევა ჩემი ერთი თოჯინაც, თუმცა არ ვიცი ჯერ რომელიპირველად სწორედ იქ ვეზიარე პედაგოგობას. ამის შემდეგ,  მქონდა შემოთავაზე კავკასიური სახლიდან იქ 1 წელი ვასწავლიდი ბავშვებს თოჯინების ხელოვნებას. ისე მოხდა, რომ შემდეგ მოვხვდი ტელევიზიაში. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ, არც ერთი არ არის ჩემი პროფესია. ვიყავი ჟურნალისტი, სტაჟიორი პირველ არხზე, მერე იმედზე მიმყავდა ვიქტორინა სადაც  ვათამაშებდი ჩემს სუვენირებსა და თოჯინებს. ვფიქრობ, რომ თოჯინების მერე ჩემთვის ერთ-ერთი საინტერრესო ამპლუა იყო წამყვანობა. ვნახოთ რა იქნება.

 ამ ყველაფრის შემდეგ ვატიკანის ელჩმა-კლაუდიო გუჯეროტიმ ტელევიზიით ჩემი ნამუშერვრები ნახა და მიმიწვია მასთნ რეზიდენციაშიმან შემომთავაზა, რომ ჩემი ნამუშევრების ფოტოები გამეგზავნა ნეაპოლში, სადაც არის პატარა ფაიფურის სახელოსნოები, რომლებიც მამიდან შვილზე გადადის და თუ ისინი ჩემით დაინტერესდებოდნენ სასწავლებლად  მიმიწვევდნენ. გავგზავნეთ ფოტოები და ზუსტად ერთ თვეში მომივიდა მოწვევა, რომ ჩავსულიყავიო და მესწავლა. თუმცა მე  ერთი წლის მერე ჩავედი, რადგან ენა არ ვიცოდი და შევისწავლე. გავფრინდი ნეაპოლში და ვცხოვრობდი XV- XVI საუკუნეებში აგებული სასახლეში, სადაც ახლა სემინარია. იქ გამოფენილია იტალიელიდიდი ხელოვანების ნახატები, მიქელ ანჯელოს სკულპტურები, რაღაც საოცრებაა. პირველ ჩემი გაოცება იყო, როდასაც  მივედიკაპო დე მონტესფაიფურის მუზეუმში, იქ შეგეძლო ყველანაერი ფაიფურუი გენახაარ დამიტოვებია არც ერთი მუზეუმი, რომ არ ვყოფილიყავი. არასოდეს დამავიწყდებაპიეტაზუსტად მახსოვს 2 საათი ვიდექი მის წინ და ცრემბლები მომდიოდა. პირველი ქართველი მეთოჯინე ვიყავი ვინც იტალიაში მიიწვიეს და ვისაცკაპო დე მონტესსამეფო ფაიფურის დიპლომი აქვს.

იტალიაში შემოქმედებითად უფრო გავიზარდე, დავხვეწე ფიგურების მოძრაობა რაც ჩემთვის ყველაზე საინტერსოა. ჩემს ფიგურებზე ამობობენ, რომ მეტყველნი არიან,  ეს ლაბათ ჩემშია. საერთოდ ხელოვანი, როდესაც რაღაცას ქმნის იქ საკუთარი ემოცია გადააქვს. ჩემ ფიგურებს, რომ ვუყურებ ვხვდები რა დროს რა გავაკეთე და რა ემოცია მაქვს მასში ჩადებული. ფერების დასმა, რა ფერს რა უნდა შევუხამო, როგორ მოძრაობაში უნდა იყოს ფიგურა… ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ისეთი რაღაც ვისწავლე რაც მანამდე არ ვიცოდი მოგატყუებთ. ფაიფური არის მართლაც საინტერესო სამუშაო განსხვავებულია თიხისაგან, კერამიკისგან, პლასტიკურ ოპერაციას გავს  ერთი დეტალიც არ უნდა შეგეშალოს თორემ შეიძლება დამახინჯდეს. ამჟამად, ძირითადად ვმუშაობ კერამიკაზე და თიხაზე.

იტალიაში არსებული თოჯინების ბიზნესი ძალიან განსხვავდება საქართველოში არსებული თოჯინების ბიზნესისაგან. მიუხედავ იმისა, რომ მე არაფერი ცუდი არ მეთქმის, საქართველოში მეთოჯინეობა არ არის  მომგებიანი საქმეისედაც პატარა დარგია და ჩვენთან მითუმეტეს ამით ვერ იცხოვრებ. უბრალოდ მე ეს საქმე მიყვარს, ამის გარეშე არ შემიძლია, ეს არის ჩემი ცხოვრებაეს არის ჩემი სულისა და ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ბევრი ფობია მაქვს და ამავდროულად ცოტა ცრუმორწმუნეც ვარ, ძალიან მეშინია ხელების დაზიანების. თვალდახუჭულმაც  შემიძლია გამოვძერწო იმიტომ, რომ ხელით შევიგრძნობ ყველაფერს, ფურცელზე ფორმას ვერ ვგრძნობ, მაგრამ  ხელით რასაც შევიგრძნობ იმას გადმოვცემ.

შემოქმედების პროცესი ჩემთვის მისტიური პროცესიამარტო ვრჩები საკუთარ თავთან. ბევრს გონია, რომ თოჯინების გაკეთება ძალიან მარტივია, მაგრამ ეს ასე არაა. როდესაც მუშაობას ვამთავრებ ვარ საოცრად დაღლილი, შინაგანად ვიწურები, ემოციებისაგან ვიცლები. ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც თოჯინას გაკეთებას ვამთავრებ და გამომდის ის რაც მე მინდოდა. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც სხვებს მოწონთ ჩემი ნამუშევრები. ზოგადად არ ვარ კონტაქტური და თუ ადამიანი ჩემთან ახლოს არ მოვიდა ვერანერად ვერ დავამყარებ მასთან კონტაქტს. სიმართლე გითხრა ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ტრიალებს და მეგობარი კი ძალიან ცოტა მყავს, ისეთი ვისთანაც ბოლომდე ვიხსნები. ჩემში უამრავი ენერგიაა რომელსაც ჩემი ხელებით სრულიად ცივ მასალაში გადმოვცემ და იბადებიან ყველასთვის ცნობილი პერსონაჯები, რომლებიც ძალიან მგვანან. ეს ერთ-ერთი საშუალებაა იმისა, რომ ჩემში დაგროვილი დადებითი თუ უარყოფითი ემოცია გადმოვცე. მე ვარ ადამიანი რომელიც ბავშვობაში ჩარჩა და დღესაც ზღაპრებით საზრდოობს მიუხედავდ იმისა, რომ ჩემს ირგვლის არც ისე კარგი რეალობაა. მე თავს დაცულად ვგრძნონ ჩემს ნაჭუჭში და ჩემი თოჯინებით ვესაუბრები ადამიანებს. ისინი ამბობენ ჩემს მაგივრად ჩემს სათქმელსერთი ნამუშევრის შექმნას 2 კვირა მაინც უნდა, მაგრამ მაქვს ისეთი ფიგურები რომელზეც რამდენიმე თვე ვმუშაობ.  ცოტა სულსწრაფი ვარ, ჩქარა მიყვარს რაღაცების კეთება. ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ, რომ ვნახო ის პიროვნება ვინ და რა იქნება. ახლა უკვე ვიცი წინასწარ რაც მაქვს ჩაფიქრებული ის გამომივა. ადრე  არც ვიცოდი რას გავაკეთებდი, უბრალიდ ვიწყებდი კეთებას.  ასე დავიწყე ერთი ფიგურა და გამოვძერწე ჩემი თავი. თქვენ მკითხეთ თოჯინებს თუ არქმევბ სახელებსო? თოჯინებს არა, მაგრამ ადამიენაებს ვარქმევ მეტსახელებს. ჩემ ირგვლივ ყველა საყვარელ ადამიანს ჩემსმიერ გამოგონილი სახელი ქვია ზოგჯერ ცხოვრებასაც ვამსგავსებ. ბევრს უთქვამს რომ იცი რა ბაჩო, ამ ბოლო დროს შენს თოჯინებს ემსგავსებიო. მაგალითად ჯამბაზი გავაკეთე, მაშინ როდესაც ცხოვრებაში დეპრესიული პერიოდი მქონდა. თოჯინა როგორც ვიზუალურად, ასევე ჩაცმულობით ჯამბაზს გავს, მაგრამ დგომის მანერა, სევდა, ჯამბაზისაგან განხვავებით ადამიანური აქვს.  ერთ-ერთმა სტუმარმა მითხრა, რომ ეს ჯამბაზი ძალიან მგავდა მე. ჩემთვის ყველაზე საყვარელი თოჯინა არის ბიჭუნა, რომელიც იტალიაში ვნახე და  მართლა არსებობს. ძალიან მომეწონა დიდი და შავი თვალები ქონდა. იტალიიდან, რომ ჩამოვედი მინდოდა მისი პროტოტიპი გამეკეთებინა და გავაკეთე. თოჯინებს ტანსაცმელსაც თავად ვაცმევ. ადრე ტანსაცმელს ვაკეთებდი იმავე მასალისგან რა მასალკისგანაც სხეულს, მაგრამ ამ ბოლო დროს დავიწყე ნაჭრის გამოყენება. რაც შეეხებაა შეკვეთებს, შეკვეთებს ახლა ვიღებ. თავიდან არ ვიღებდი შეკვეთებს იმიტომ, რომ ცოტა მეშინოდა. როცა ხარ არაპროფესიონალი, პასუხისმგებლოსბის საკუთარ თავზე აღება ძნელია. ამ ბოლო დროს კი ვიღებ შეკვეთებს, საკმაოდ ბევრი შეკვეთა მაქვს. თავიდან არ ვყიდიდი თოჯინებს კიდევ განშორების პრობლემა მქონდამერე ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ნამუშევარბისვის, რომლებსაც ვაკეთებდი მოგზაურობის საშუალება უნდა მიმეცა, რადგან ეს მათთვისაც და ჩემთვისაც კარგი იქნებოდა.ნამუშევარი, რომ წავა და გასხვისდდება მერე იძულებული ხდები,  ახლი რაღაც გააკეთო.   ახლა როცა მირეკავენ და მეუბნეებიან, რომ თოჯინის შეკვეთა უნდათ მე აუცილებლად უნდა ვნახო ის ადამიანი,  ვინ არის? როგოია? როგორი დამოკიდებულება აქვს? რადგან იმდენ ენერგიას ვდებ ამ ყველაფერში და იმდენად ჩემია, ვიღაც ისეთისათვის ვისაც არ აინტერესებს და უბრალოდ ფული აქვს ნამუშევარი არ მემეტება. გამოფენის მერე ვიყავი ძალიან გამოფიტული და მეუბნებოდნენ, რომ აღარაფერს ვაკეთებდი. ძალიან დაცლილი ვიყავი ემოციებისაგან.  3 თვის განმავლობაში რომ 15 თოჯინას გააკეთება  საკმაოდ დიდი შრომაა. ახლა უკვე ვგრძნობ რომ ვივსები, მოდის ენერგიაც და მუზაც. ხშირად მაქვს წინათგრძნობები. მამიდაჩემთან 5 წლის წინ მოაბრძანეს ყაზანის ღვთისმშობელი, ყოველდღე  მივდიოდი ხატთან და ვლოცულობდი.   ერთი კვირა იყო  ხატი დაბრძანებული და შემდეგ უნდა წაებრძანებინათ ონკოლოგიურში სადაც დედაო იწვა. მე წინა დღეს დამესიზმრა, რომ  გზაზე ვიდექი მარტო იქით მხარეს კი ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი. უცებ მომიახლოვდა  ასაკოვანი ქალბატონი და ხელებზე მომკიდა ხელი, მან მითხრა რომ ისეთი საქმით გავხდებოდი ცნობილი, რომ მე ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს ის პერიოდია, როდესაც იშვიათად ვაკეთებდი თოჯინებს და არავინ იცოდა ჩემი არსებობის შესახებ. მეორე დღეს  ეს ხატი წავაბრძანეთ ონკოლოგიურში, ხატი მე მეჭირა, ასე შევედით დედა ანასთან, მანმადე ის არასოდეს მენახა ჩემს წინ კი ზუსტად ის ქალი იწვა, რომელიც სიზმარში ვნახე. სწორედ ამის შემდეგ დაიწერა ჩემზე, ჩემი ნამუშევრები მოხვდა მუზეუმში და .. მე ამას მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ეს საოცრება იყო. წარმოიდგინეთ თოჯინებს ვაკეთებდი ჩემთვის არც მხატვარი ვიყავი, ვიყავი ერთი უბრალო ვეტერინარი. ასე გამოვიდა, რომ დედა  ანამ  მიწინასწარმეტყველა ის გზა რომელსაც გავყვებოდითოჯინების ბიზნესის მიმართ სახელმწიფოსგან დაინტერსება ნაკლებია. ხანდახან ვფიქრობ, რომ ცუდი მენეჯერი ვარ საკუთარი თავის და არ ვარ აქტიური. თუმცა ვიღებ გადაცემებსი მონაწილეობა,სგეკონტაქტებით თქვენ – ჟურნალისტებს და ეს ყევლაფერი იმისთვის, რომ  მეთოჯინეობთ უფრო მეტი დაინტერესდესსაზოგადოებაც და სახელმწიფოც. ასევე არის, რამდენიმე მეთოჯინე რომლებიც მართლკა კარგ რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ ნაკლებად ჩანან, იმიტომ, რომ არ არის დაინეტესებაეს არ არის სწორი მიდგომა თუ ჩვენ არ გავიტანეთ ეს საზოგადოებაში, ხალხს არ ვანახეთ სახლში არავინ მოგვივარდება. მეთოჯინეობა ერთ-ერთი უძველესი ხელოვენების დარგია საქართველოში და ძალიან მინდა და ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, რომ ეს მივიწყებული საქმე დღეს ისევ პოპულარული გახდეს და ყურაღება მიექცეს სახელმწიფოსაგან. ამისათვის საჭიროა ხშირად გამოვჩნდეთ მეთოჯინეები მოეწყოს ბევრი ჯგუფური და პერსონალური გამოფენახოლო რაც შეეხება ჩემს მიზანს, ჩემი მიზანი არის ვისწავლო ფაიფურის რესატვრაცია იტალიაში. ჩემს გეგმებში ასევე შედის, გაზაფხულზე პერსონალური გამოფენის გაკეთება რაზეც უკვე ვმუშაობ. რამდენიმე ახალი თოჯინა მაქვს შექმნილი და ამ გამოფენისთვის ჩემი თოჯინები უფრო მეტად ემოციური და თემატური მინდა იყოს. ყველანიარად ვეცდები ამ გამოფენით მნახველს სულ პატარა სიამოვნება მივანიჭო და ვამოგზაურო ჩემს სამყაროში ახალ და საინტერესო პერსონაჟებთან ერთად. თუ ვინ იქნებიან ეს პერსონაჟები ამას საიდუმლოდ დავტოვებ. ჩემი და ჩემი თოჯინების სამყარი მისტიური სამყაროა. ჩემ ოთახში, რომ შევდივარ სულ სხვა სამყაროში ვგრძნობ თავს. ესენი არიან ჩემი ფიქრრები, აზრები გაბნეული და შემდეგ ხორცშესხმული.

 

22.09.14

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი