logo_geo
ლევან ქარდავა: თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია
- +

10 იანვარი. 2019. 15:02

 

„მიმდინარე სეზონზე ქართული თხილის ექსპორტის მოცულობა საკმაოდ არასახარბიელოა და ამის მთავარი მიზეზი მისი დაბალი ხარისხია”, - ამის შესახებ გამოცემა  „Eats-fruit“-თან საუბრისას „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ განაცხადა.

 

„თუ სექტემბერში საექსპორტო აქტივობაზე გავლენას ორი ფაქტორი - თხილის დაბალი ხარისხი, რომელიც გამოწვეული იყო სოკოვანი დაავადებებით და აზიური ფაროსანას გავლენით, ასევე თურქული თხილის სიიაფე ახდენდა, მომდევნო თვეებში თურქული თხილი გაძვირდა და გადამწყვეტი ქართული თხილის დაბალი ხარისხი აღმოჩნდა. ქართული თხილის პრობლემების გამო, ახლა თხილს თითქმის არ ვყიდით ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი