logo_geo
შავი ჭირი თბილისში და მეფე, რომელმაც დასაბამი დაუდო აცრებს საქართველოში
- +

11 იანვარი. 2019. 02:04

 

საქართველოში ღორის გრიპისგან, ანუ H1N1 ვირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა. შექმნილი ვითარების გამო, თბილისში პირველადი ჯანდაცვის ხუთი დაწესებულება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთ საშუალებად პრევენციული აცრები სახელდება, თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ოფიციოზის ამ რეკომენდაციას ეჭვის თვალით უყურებს. აცრებთან დაკავშირებით, დაახლოებით, ანალოგიური სიტუაცია და განწყობა იყო მე-18 საუკუნის თბილისშიც.

 

1770-1772 წლებში თბილისში შავი ჭირით ოთხი ათასი ადამიანი გარდაცვლილა. ფაქტობრივად, დედაქალაქის მოსახლეობის ერთი მეხუთედი.

 

ამ სიტუაციაში მეფე ერეკლეს დიდი რისკის ფასად ასეთი გადაწყვეტილება მიუღია: გასცა ბრძანება, რომ ყვავილის წინააღმდეგ პირველად მისი ვაჟი აეცრათ, რათა სხვებს ერწმუნათ, რომ ეს საშიში არ არის და პირიქით, სასარგებლოა.

 

შემორჩენილია მეფის წერილი მის მოხელე რევაზ ამილახვართან, სადაც ერეკლე წერს: “ჩვენს შვილს – იულონს ყვავილი ავუჭერით და გაცხელებული არის”. მაშინ, ალბათ, არ არსებობდა ტერმინი აცრა და მეფე სიტყვა “აჭრას” ხმარობს.

 

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მეფე ერეკლემ შემოიღო პირველად ეს სამედიცინო ტერმინი და იგი ერთ-ერთი პირველია, ვინც საფუძველი დაუდო და დასაბამი მისცა აცრებს საქართველოში.

 

ამ ისტორიას აღწერს თავის ჩანაწერში გერმანელი მეცნიერი იოჰან გიუოლდენშტედტი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი