logo_geo
გედევან ფოფხაძე: მეც და ეკა ბესელიაც ჩვენს გუნდთან აბსოლუტურად პირნათელი ვართ
- +

15 იანვარი. 2019. 12:12

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე „ასავლ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს, რომ ის და ეკა ბესელია პოზიციის შეცვლას და საპარლამენტო უმრავლესობის საკუთარი ნებით დატოვებას არ აპირებენ.

 

„თუ საპარლამენტო უმრავლესობიდან და პარტიიდან  ჩვენი გარიცხვა უნდათ, კი ატონო, გაგვრიცხონ, ჩვენ პოზიციის შეცვლას და საპარლამენტო უმრავლესობის საკუთარი ნებით დატოვებას არ ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: მეც და ეკა ბესელიაც ჩვენს გუნდთან აბსოლუტურად პირნათელი ვართ. ეკამ „ოცნების“ დაფუძნების დღიდან 6 წლის განმავლობაში ამ გუნდს ყველაფერი მისცა, რაც შეიძლებოდა ერთ ადამიანს მიეცა. არ შეიძლება ჩინჩალაძე უვადო მოსამართლედ დანიშნო და ეკა ბესელია უმრავლესობიდან გარიცხო!“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.  

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი