logo_geo
მიხეილ ცაგარელი: 17-22 იანვრის შუალედი განსაკუთრებით რთული იქნება
- +

15 იანვარი. 2019. 13:48

 

 

რა ზემოქმედებას მოახდენს იანვრის თვის ნეგატიური ენერგიები და მოსალოდნელია თუ არა ენერგო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა? რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ? რისი ალბათობა იქნება  მაღალი და როდის მოახდენს კოსმოსური „ამინდი“ ნეგატიურ ზეგავლენას? ამ თემებზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„იანვრის თვის დაძაბული ენერგიები ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენენ, აგრეთვე ენერგო ტექნიკის, კომპიუტერების, დანადგარების მუშაობაზე, შესაძლოა მათი დაზიანება და მწყობრიდან გამოსვლა მოხდეს. ტექნიკური ხარვეზი შესაძლოა, ავარიების, ინფორმაციის დაკარგვის, ავია და სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზად იქცეს. ამ პერიოდში მაღალი იქნება აგრესიის გამოვლენისა და ტერორისტული აქტების ალბათობაც. განსაკუთრებით რთული, შესაძლოა იყოს 17-22 იანვრის შუალედი, როდესაც კოსმოსური „ამინდი“ ნეგატიურ ზეგავლენას  მოახდენს ადამიანთა ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე“, -განაცხადა ცაგარელმა „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი