logo_geo
მერაბ კოკოჩაშვილი: პარლამენტი თბილისში უნდა გადმოვიდეს!...
- +

23 იანვარი. 2017. 11:53



რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე საუბრობს. როგორც რეჟისორი ამბობს, საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში უნდა გადმოვიდეს, რადგან ეს ხარჯებს შეამცირებს და პრობლემების მოგვარებას მარტივს გახდის.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი თბილისში უნდა გადმოვიდეს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს: პირველი - თანხის არასწორი ხარჯვა და მეორე - არასწორად აგებული შენობა, რომელშიც ისეთი მდგომარეობაა, რომ ხალხს ძალიან უჭირს მუშაობა.

 

გარდა ამისა, თბილისი ცენტრია, ყველა დაწესებულება აქ არის განთავსებული და გაცილებით უფრო იოლია ყველა პრობლემის გადაწყვეტა, ვიდერე სირბილი აქეთ-იქით.

 

ქუთაისი უნდა იქცეს სხვა პრინციპის ქალაქად, როგორც ფიქრობენ, შესაძლოა, საგანმანათლებლო ცენტრად აქციონ, რაც უფრო ლოგიკური იქნება. თბილისი ადმინისტრაციული ცენტრი უნდა იყოს, ქუთაისი კი - დასავლეთ საქართველოს კულტურურული ცენტრი", - განაცხადა მერაბ კოკოჩაშვილმ

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი