logo_geo
გედევან ფოფხაძე: სასამართლოს ბოლო ინსტანციას თუ ვერ აკონტროლებ, ქვედა ინსტანციების კონტროლი აზრს კარგავს
- +

15 იანვარი. 2019. 15:15

 

 

აქვს თუ არაპრინციპული მნიშვნელობა, გახდება თუ არა მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ გაამწესა? ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა მიდის არა რომელიმე კონკრეტული მოსამართლის უვადო გამწესებისათვის, არამედ იუსტიციის საბჭო და მის უკან მდგომი პოლიტიკური ჯგუფი სასამართლოს სამივე ინსტანციაზე კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვის. იგივე ჩინჩალაძე, მურუსიძის მსგავსად, უკვე არის გამწესებული სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ, მაგრამ ახლა უზენაეს სასამრთლოს უმიზნებენ, რადგან ეს არის უმაღლესი ინსტანცია, სადაც საბოლოო განაჩენები დგება. ამდენად, სასამართლოს ბოლო ინსტანციას თუ ვერ აკონტროლებ, ქვედა ინსტანციების კონტროლი აზრს კარგავს. აი სწორედ ამიტომ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომ ჩინჩალაძე- უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არ გახდეს. საკმარისია სასამართლოში ღირსეული მოსამართლეები მივიდნენ, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებზე მურუსიძე-ჩინჩალაძეთა კონტროლი მაშინვე მოიშლება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი