logo_geo
ირმა ინაშვილი: როგორც ყველას, მეც მაქვს ჩემი ოცნება...
- +

16 იანვარი. 2019. 16:58

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს, როგორც ყველას, აქვს ოცნება და ეს წიგნის გამოცემაა. როდის აპირებს წიგნის გამოცემას და რის შესახებ იქნება მოთხრობილი - ამ საკითხზე და სამომავლო გეგმებზე ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

 

„როგორც ყველას, მეც მაქვს ჩემი ოცნება, წლების მერე ვაპირებ, წიგნი დავწერო აფხაზეთის ომზე და იქ ვიტყვი ჩემს სათქმელს.

 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს: რა იქნება 2020 წელს და სად ვიქნები, ამაზე ადრეა საუბარი. მე-9 მოწვევის პარლამენტამდე 2 წელია წინ. ეს 2 წელი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ამ პარლამენტმა ხალხისა და ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენი უპირველესი გამოწვევა სწორედ შიმშილის აღმოფხვრაა და ეს იქნება ჩემი მთავარი მიმართულება 2019 წლის მანძილზე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა „სარკესთან“ ინტერვიუში.  

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი