logo_geo
გიორგი კეკელიძე: სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია!
- +

23 იანვარი. 2017. 14:51


 

 

„მოაქვთ წიგნები, კომპიუტერები, 638 სოფელში მოვახერხეთ წიგნების ჩატანა, მათ შორის, კონფლიქტის ზონასთან", - აღნიშნა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ. როგორც კეკელიძემ განაცხადა, სოფლის ბიბლიოთეკები მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და უკვე 50-ზე მეტი ბიბლიოთეკა არის აღდგენილი, ეს კი, თავისთავად მეტ სამუშაო ადგილსაც ნიშნავს.

 

„2007-2008 წლებში ქაოტურად დახურული სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ბიბლიოთეკები ჩვენ არ გვექვემდებარება, მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

 

წამოვიწყეთ სახალხო მოძრაობა - ეკვილიბრიუმი, რომელშიც ათასობით ადამიანია ჩართული, მოაქვთ წიგნები, კომპიუტერები, 638 სოფელში მოვახერხეთ წიგნების ჩატანა, მათ შორის, კონფლიქტის ზონასთან, აღვადგინეთ 50-ზე მეტი ბიბლიოთეკა, შესაბამისად - სამუშაო ადგილები.

 

ეკვილიბრიუმში ჩაერთო ქალბატონი რუსუდან შარაძე, რომელმაც მამამისის - გურამ შარაძის მიერ შედგენილი აკაკი წერეთლის ტომეულები მოიტანა. ეს წიგნები ათობით ქართულ სოფელს დაურიგდება.

 

სოფლებში გავაკეთეთ სკვერის ბიბლიოთეკებიც, სხვადასხვა ქალაქებში დავდგით წიგნების შესანახი სიმბოლური სათავსოებიც. მოქალაქეები წიგნებს კითხულობენ და შემდეგ ისევ უკან აწყობენ", - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი