logo_geo
„რაც გუშინ დიდ დიღომში მოხდა მონაგონი იქნება“ - ექსპერტის საგანგაშო პროგნოზი
- +

17 იანვარი. 2019. 21:00

 

 

რამ გამოიწვია დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედია და შესაძლებელი იყო თუ არა ოთხი ადამიანის გარდაცვალების თავიდან აცილება? ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელია „პრიამტაიმთან“ ინტერვიუში ყვება, რომ ახალ აშენებულ კორპუსებში ბუნებრივი აირის შეყვანის დროს  ყველ სტანდარტი და რეგულაცია ირღვევა. ექსპერტი ამბობს, რომ ახალაშენებულ კორპუსებში მშენებლობის ხარისხსაც არავინ ამოწმებს.  

 

„მთელი ქალაქი ბომბზე ზის. ბუნებრივი აირის შეყვანა კორპუსებში სტანდარტების დაცვით არ ხდება. გაზის შეყვანა პლასტმასის მილებით არ შეიძლება. ასეთი მილები არის მხოლოდ ცხელი და ცივი წყლისთვის განკუთვნილი და არა გაზმომარაგებისთვის. დროთა განმავლობაში თუ გაზის წნევამ მოიმატა, მილები იბერება და შეიძლება გაზმა გაჟონოს. გაზი უნდა გადიოდეს ლითონის მილებში. პლასტმასის მილები იაფია და ამიტომ იყენებენ. ამას ქვეყანაში არავინ აკონტეროლებს. ასეთი ტრაგედიები შეიძლება ყოველთვის მოხდეს. ეკონომიკის სამინისტროში არის სამსახური , სულ თორმეტი ადამიანი მუშაობს, მაგრამ  სპეციალისტი არცერთი არ არის.  ფაქტობრივად ქვეყანაში განუკითხაობაა. რაც გუშინ დიდ დიღომში მოხდა მონაგონი იქნება. კორპუსების მშენებლობის პროცესშიც კი ხარისხის და მდგრადობის შემოწმება არ ხდება. “ -ამბობს ანზორ საკანდელია

 

- კორპუსი, სადაც ტრაგედია დატრიალდა ექსპლუატაციაში შესული არ იყო. შეიძლება თუ არა ასეთ შენობებში ცხოვრება?

 

- თუ კი ექსპლუატაციაში არ არის კორპუსი შესული იქ ადამიანების შესახლება  არ შეიძლება,  ეს არის დაუწერელი კანონი. ბინა თუ არ შემოწმდა როგორ შეიძლება იქ ვინმე შევიდეს და იცხოვროს?  მიღება ჩაბარების აქტს იმიტომ არ აფორმებენ, რომ შემდეგ მერიამ უნდა გადაიბაროს პასუხისმგებლობა და მერია ამას გაურბის. არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები. ვერ გაიგებ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. რამდენი ასეთი შემთხვევა მოხდა უკვე, ვინმემ პასუხი აგო?“- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ანზორ საკანდელია.

 

დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში. ნოემბერში, ზემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მძლავრი აფეთქება მოხდა. მიზეზად მაშინაც გაზის გაჟონვა დასახელდა. აფეთქებას ფონიჭალაში ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლნენ. მაშინაც დაიწყო გამოძიება, თუმცა რამდენადაც ცნობილია მომხდარზე არავინ დაუკავებიათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი