logo_geo
გია ხუხაშვილი: როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი არავის სჭირდება
- +

23 იანვარი. 2017. 21:56



ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვებაზე, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ის ტრაგიკული პირიოვნებაა.


როგორც მან ,,პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა, ის ნაციონალური მოძრაობის არც ერთ მხარეს სჭირდება და არც მეორეს. ისინი ვანო მერაბიშვილის ფაქტორის გამოყენებას ცდილობენ ისე, რომ არც დაელაპარაკონ.

 

„ვანო მერაბიშვილი ნაწყენია არა მხოლოდ მათზე, არამედ მთელ სამყაროზეც. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია მე ასე მეჩვენება. ნებისმიერი ადამიანი აიღეთ, მისი ბედი წყდება ისე, რომ აზრსაც არავინ ეკითხება. ეს ძალიან მძიმე სიტუაციაა",- განაცხადა ხუხაშვილმა.


მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილისგან მოსალოდნელი იყო ასეთი პოზიცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მეორე მხარესთან წავა.


„როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი არავის არ სჭირდება და მისი პასუხია, რომ მე თუ არ გჭირდებით მაშინ თავი გამანებეთ საერთოდო", - აღნიშნა ხუხაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალურ მდივნად დარჩენილიყო, რაზეც ვანო მერაბიშვილმა დღეს ნიკა მელიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის უარს ამბობდა ამ თანამდებობაზე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი