logo_geo
რატომ არ შეიძლება „ნუროფენის“ ზედმეტი დოზა და რამდენია ნორმა - ეკა უბერის უმნიშვნელოვანესი რჩევები დედებს
- +

20 იანვარი. 2019. 21:40

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – ეკა უბერი დედებს სიცხის დამწევ საშუალებებთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს...

 

- მაქსიმალური და მინიმალური დოზა აწერია იბუპროფენს... იბუპროფენის მიღება შესაძლებელია როგორც სიცხის დამწევი, ან როგორც ტკივილგამაყუჩებლის. ტკივილგამაყუჩებელი მიზნით მიღებული იბუპროფენი ნორმალურ, ჩვეულ ტემპერატურას ქვევით არ აგდებს, მაგრამ ინდივიდუალურია და აუცილებელია დოზის გათვალისწინება და ასაკობრივი ნორმების დაცვა. როდესაც საუბარია იბუპროფენის ეფექტურ დოზაზე, გათვლილია წონაზე, თუმცა არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სასურველია, რომ პაციენტებმა ექიმთან გაიარონ დოზირება... სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება დასაშვებია არა უმეტეს ოთხჯერ დღეში. ეს ეხება როგორც პარაცეტამოლს, ასევე იბუპროფენს ერთად აღებულს. იბუპროფენის მიღების შუალედები მკაცრად არის განსაზღვრული და მინიმუმ 6-7 საათი უნდა იყოს. ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღება უსაფრთხოა მხოლოდ სწორი დოზირების შემთხვევაში.

 

სხვათა შორის უახლესი კვლევებია დადებული, როცა იბუპროფენის გადაჭარბებული მიღება და ხანგძლივად ხმარება (ეს რასაკვირველია ბავშვებს არ ეხება) პოტენციის დაქვეითების ერთ-ერთ მიზეზად არის მიჩნეული. ზოგადად ითვლება რომ ლორწოვანს, განსაკუთრებით კი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს და ამიტომაც მედიცინაში ცნობილია ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული წყლული. კუჭის და თორმეტგოჯას წყლულის. ამიტომაც ყველა მედიკამენტს და მათ შორის იბუპროფენსაც თავის უსაფრთხოების ზომები აქვს, რომლის დაცვა აუცილებელი პირობაა გართულებების თავიდან ასაცილებლად.

 

- როცა სიცხე დაბლა არ ჩამოდის, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

 

- სიცხე დაბლა არ ჩამოდის რამდენიმე შემთხვევაში. იბუპროფენს რთულად ექვემდებარება სიცხეები პირველი 24-48 საათის განმავლობაში, როდესაც ვირუსი ახალი დაწყებულია. შესაბამისად შუალედები სიცხეებს შორის მოკლეა. სწორი მკურნალობაა დასანიშნი (ძირითად მკურნალობას ვგულისხმობ)... რით არის გამოწვეული სიცხეები? - ეს შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია და სხვა... ანუ ძირითადი მიზეზია დასადგენი, რატომ არ ექვემდებარება სიცხის დამწევ პრეპარატებს ტემპერატურა...

 

საერთოდ ოცდათვრამეტ-ნახევრამდე სიცხის დამწევი პრეპარატი არ ეძლევა. თუმცა ქართულ რეალობაში როგორც წესი, ოცდათვრამეტიდან აძლევენ და ასეც შეიძლება. თუმცა სამედიცინო რეკომენდაცია არის ოცდათვრამეტ-ნახევარი და მაღალი ტემპერატურა... როგორც მოგახსენეთ, ინსტრუქციაში წერია მინიმალური დოზები, თუმცა რეალური, ეფექტური დოზა არის წონის მიხედვით. ასაკის მიხედვით არ არის, წონის მიხედვით არის დოზირება. უხეშად რომ ვთქვათ, საშუალოდ ათკილოიან ბავშვს მიახლოებით ოთხ-ნახევარი, ხუთი მილილიტრი ეყოფა.

 

ნუროფენი ერთ-ერთი დასახელებაა იბუპროფენის და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა. სავაჭრო დასახელებაა იბუპროფენის. თუმცა იბუპროფენი სხვადასხვა დასახელებითაც გამოდის. უბრალოდ ახლა არ მსურს დავასახელო ის წამლები, რომლებიც იგივე იბუპროფენია... ნუროფენის სიროფის შემთხვევაში ინიშნება წონის ნახევარზე. აქაც სასურველია, რომ მშობელმა დოზები ექიმთან გადაამოწმოს. ნუროფენის გადაჭარბებულმა დოზამ შესაძლოა ორგანიზმის ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ასევე კუჭის და თორმეტგოჯას წყლული განვითარება და მრავალი პრობლემა... ყველა მედიკამენტს და მათ შორის ნუროფენს, ჭირდება უსაფრთხოების ზომების დაცვა და სწორი დოზირება... ტემპერატურა დაბლა რომ არ იწევს, ეს არ ნიშნავს, რომ გაორმაგებული დოზა უნდა მისცეს მშობელმა. მაქსიმუმია სამჯერ დღეში, შუალედი უნდა იყოს 6-7 საათი... ფიზიკური საშუალებითაც შეიძლება მოხდეს ბავშვის გადაგრილება. მაგალითად თბილი წყლის აბაზანა. წყალი უკვე სხეულის ტემპერატურაზე უფრო დაბალია და კარგად გამოიტანს ტემპერატურას ორგანიზმიდან. თუმცა ეს ეფექტი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ დროებითია... უნდა დადგინდეს მიზეზი, რის გამოც აქვს მაღალი ტემპერატურა და სიცხის დამწევ პრეპარატებთან ერთად, სხვა პრეპარატების ჩართვაც შესაძლებელია. ნუროფენის ზედმეტი დოზა კი დაუშვებელია!

 

- რას გვეტყვით ინფექციებთან და გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით?

 

- მსურს დედებს ვურჩიო, რომ ინფექციების გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ეს არის დახურულ სივრცეში (განსაკუთრებით ბაღებში, ბაგა-ბაღებში) ვირუსული ინფექციები.

 

ამიტომაც ყოველი სეზონის დასაწყისში უნდა ჩაუტარდეს ბავშვს პრევენციული ღონისძიებები და მათ შორის გრიპის სეზონური ვაქცინაცია. ეს მკვეთრად შეამცირებს ავადობის სიხშირეს. ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში - ევროპაში, ამერიკაში, ბაღებში და ბაგა-ბაღებში არ იღებენ ბავშვებს, თუ გეგმიური, სეზონური ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული. დახურულ სივრცეებში ინფექციური დაავადებების გადადების რისკი ძალიან მაღალია. რაც არ უნდა ნიავდებოდეს ოთახი, სადაც მაღალი სიმჭიდროვეა, ერთ ბავშვს თუ აქვს გამოვლინება ვირუსის, საკმარისია დანარჩენ ბავშვებსაც გადაედოთ და გამოუვლინდეთ სხვადასხვა ფორმით ვირუსული ინფექცია. ამიტომაც სექტემბრის ბოლოს ტარდება გრიპის ვაქცინა და ყოველ წელს არის ახალ-ახალი ვაქცინა, რომელიც წინა წლის ვირუსებს შეესაბამება. 60-70 პროცენტით ამცირებს ავადობის სიხშირეს. თუ შეხვდა ბავშვს ვირუსი, გადატანის სიმძიმე ბევრად უფრო მსუბუქია... მხოლოდ გრიპის კი არა, სხვა ვირუსებიც. ამ ვაქცინას ჯვარედინი რეაქცია ახასიათებს სხვა ვისრუსებთან მიმართებაში... ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ აცრის კულტურა და ხელების დაბანის... ვირუსი კონტაქტური გზით გადაეცემა და მათ შორის შესაძლოა სათამაშოებით, რომელსაც დაინფიცირებულმა ბავშვმა ხელი მოკიდა. თუ ოჯახში ერთი ბავშვია დაინფიცირებული, სასურველია მისი იზოლაცია მოხდეს მინიმუმ ოთხი დღით. ოთხი დღე დაინფიცირებული ადამიანი ინფექციის წყაროა და გადადების რისკი ძალიან მაღალია.

 

 

 

 

big_banner
არქივი