logo_geo
ნანა დევდარიანი: უკრაინის არარსებულ ავტოკეფალიას სააკაშვილის მომხრე მეუფეები უჭერენ მხარს...
- +

21 იანვარი. 2019. 17:41

 

ყოფილი სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის განცხადებით, ისინი, ვინც საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებისაკენ მოუწოდებენ, პირდაპირ მიდიან იმაზე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს საეკლესიო იურისდიქციასაც ჩამოშორდეს.

 

„ისინი, ვინც დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის არარსებული ავტოკეფალიის აღიარებისკენ მოუწოდებენ, პირდაპირ მიდიან იმაზე, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები საქართველოს საეკლესიო იურისდიქციასაც ჩამოშორდეს“, - აცხადებს ნანა დევდარიანი „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

 

დევდარიანი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრე მღვდელმთავრები უჭერენ მხარს.

 

„უკრაინის არარსებულ ავტოკეფალიას სააკაშვილის მომხრე მეუფეები უჭერენ მხარს, მე კი უფლებას ვიტოვებ, არ მჯეროდეს მეუფე პეტრესი, მეუფე გრიგოლისა და იმ ეპისკოპოსების, რომლებსაც მონასტრის გალავანზე სააკაშვილის საარჩევნო პლაკატები ჰქონდათ გაკრული“. - აღნიშნავს ნანა დევდარიანი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი