logo_geo
მიხეილ ცაგარელის პროგნოზი - როდემდე გაგრძელდება უბედური შემთხვევები?
- +

22 იანვარი. 2019. 14:51

 

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დედამიწა ახლა ნეგატიურ ენერგოველშია და სწორედ ამიტომ გახშირდა უბედური შემთხვევები. დღეს განსაკუთრებით მძიმე და ემოციური დღეა, რადგან 21 იანვარს ერთად მოხდა სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება. რა გავლენას მოახდენს ეს დედამიწაზე და ზოდიაქოს რომელ ნიშნებს სჭირდებათ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, - ამის თაობაზე მიხეილ ცაგარელი „რეიტინგს“ ესაუბრა.

 

„ეს არის სამმაგი მთვარის დაბნელება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველაზე. მთვარის დაბნელებას წინ, ყოველთვის უძღვის მზის დაბნელება. მზის დაბნელება ჩვენ გვქონდა 6 იანვარს და შესაბამისად, კოსმიური დაბნელებების რთული დერეფანი გავიარეთ, თუმცა, სირთულეები ჯერ არ დამთავრებულა. მთვარის დაბნელების დროს, დედამიწა ხვდება მზეს და მთვარეს შორის, მათი ანტაგონიზმი კი დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. იწვევს დაძაბულობას, ტრავმებს, კონფლიქტებს, ეკონომიკურ ავარიებს და ა.შ. შეიძლება ადამიანი არაადეკვატური იყოს ამ დროს და ვერ ახსნას, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი“, - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.

 

ცაგარელი ასევე აღნიშნავს, რომ ეს ურთულესი პერიოდი 25 იანვრამდე გასტანს.

 

„6 იანვრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ მისი გეომანტია დაძაბულია. ამავე დროს ომის მმართველი პლანეტა მარსი, ყველაზე აგრესიულ ნიშანში ვერძში შევიდა, რაც ზრდის აგრესიას გარშემო. ავარიები, აფეთქებები, ტრაგედიები... ამასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნავს ცაგარელი.

 

https://reitingi.ambebi.ge/saintereso/16198-qmthvaris-dabnelebaze-gaemgzavra-prezidenti-evropashi-es-danashauliaq-ras-moutans-qveyanas-dghevandeli-mthvaris-dabneleba.html?lang=ka-GE

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი