logo_geo
აკაკი ზოიძე: ტყვიის შემცველობის ზრდას ორგანიზმში მივხვდებით იმის მიხედვით, თუ რომელი სისტემა დაგვიზიანდა
- +

24 იანვარი. 2019. 16:23

 

რამდენად საშიშია სისხლში ტყვიის ჭარბი შემცველობა და როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ სისხლში ტყვიის შემცველობამ იმატა - ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სისხლში ტყვიის შემცველობა, რა თქმა უნდა, საშიშია, მაგრამ ეს  დამოკიდებულია ორგანიზმზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ხანგრძლივად ხდება ეს პროცესი, თორემ ერთჯერადად ორგანიზმში ტყვიის მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. ტყვია ხანგრძლივი დროის განმავლობაში გროვდება სისხლში და თანდათანობით იმატებს. ნიადაგში ის ყველაზე დიდი რაოდენობითაა და სწორედ აქ არსებული ცოცხალი ჩხირები გამოყოფენ მას.

 

ტყვიის შემცველობის ზრდას ორგანიზმში მივხვდებით იმის მიხედვით, თუ რომელი სისტემა დაგვიზიანდა. ყველაზე მეტად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ცნობიერების შეცვლაზე, ასევე იწვევს კრუნჩხვებსა და ანემიას. ანემიის გამომწვევი მრავალი მიზეზიდან ერთ-ერთი სწორედ ტყვიის მაღალი შემცველობაა“, - აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

 

საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი 2018 წელს, 3 თვის განმალობაში ატარებდა კვლევას, ორიდან შვიდ წლამდე ბავშვებში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი