logo_geo
დავით ოქიტაშვილი: საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში სხვა ეტაპი იწყება, სადაც სააკაშვილის ადგილი არ არის
- +

24 იანვარი. 2017. 15:24



„ეჭვი მეპარება, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე სააკაშვილი ვინმეს მიეწვია", - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი „ასავალ-დასავალთან" საუბრობს.


როგორც ოქიტაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ამერიკაში წასვლა და ინაუგურაციაზე დასწრება, ამიტომაც სააკაშვილის მიწვევა მისთვის საეჭვოა.


„თუკი ნამდვილად დაპატიჟებული იყო, დადოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სპეციალური მოსაწვევი, რა რანგში მიიწვიეს. პირადად ეჭვი მეპარება, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე სააკაშვილი ვინმეს მიეწვია... ასე ჩვენც შეგვეძლო იქ ჩასვლა და ცერემონიის შორიახლოს დგომა. არა მგონია, რომ მკვლელი და 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი სააკაშვილი ინაუგურაციაზე დაესვათ. ის უკვე უკრაინიდანაც გააგდეს. საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში სხვა ეტაპი იწყება, სადაც სააკაშვილის ადგილი არ არის", - განაცხადა ოქიტაშვილმა.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი