logo_geo
თემო გოცაძე: ამაზე უკეთესი ხელშეკრულება „გაზპრომთან“ ვერ გაფორმდებოდა
- +

24 იანვარი. 2017. 15:24



„რომ გამოდიან არასამთავრობოები და ბოლო ხმაზე გაჰკივიან, წამგებიანი ხელშეკრულება დაიდო - რუსეთს მივეყიდეთო, ეს ყველაფერი ტყუილია", - ამბობს მხატვარი თემო გოცაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


მისი თქმით, „გაზპრომთან" დაკავშირებულ საკითხებს საერთაშორისო კანონი წყვეტს, ხოლო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილს ავრცელებენ, პასუხი უნდა მოეთხოვოს.


„ამაზე უკეთესი ხელშეკრულება „გაზპრომთან" ვერ გაფორმდებოდა. მხოლოდ 200 კილომეტრის გამტარობა გვაქვს. 300 კილომეტრი რომ ყოფილიყო, სხვა შედეგი დადგებოდა. ამას საერთაშორისო კანონი წყვეტს. მეც ვერ ვერკვეოდი ამ საკითხებში, მაგრამ, როდესაც საქმეში ჩახედულმა პირებმა დეტალურად ამიხსნეს, გავაცნობიერე რეალობა.

 

რომ გამოდიან არასამთავრობოები და ბოლო ხმაზე გაჰკივიან, წამგებიანი ხელშეკრულება დაიდო - რუსეთს მივეყიდეთო, ეს ყველაფერი ტყუილია და, პირველ რიგში, სწორედ არასამთავრობოებს უნდა მოეთხოვოს პასუხი უპასუხისმგებლო განცხადებების გავრცელებისთვის, გონებას რომ უწამლავენ საზოგადოებას თავიანთი ლიბერალური შეხედულებებით.

 

ცხადია, ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქვეყანაში შიშის სინდრომი გაქრა", - განაცხადა გოცაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი