logo_geo
კახი კავსაძე: ივანიშვილი კეთილშობილი კაცია, ის რომ არა, შვილიშვილებსაც ვერ მოვესწრებოდი!
- +

28 იანვარი. 2019. 17:33

 

„ბიძინა ივანიშვილს უნდა მივყვეთ, მივენდოთ მას და საბოლოდ გავალთ ფინალში, მშვიდ და ბედნიერ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - ამის შესახებ ლეგენდარულმა მსახიობმა კახი კავსაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც კავსაძე მიიჩნევს, ჯერ ვერ აფასებენ ივანიშვილს, თუმცა, მოვა დრო და ხალხი მიხვდება, რომ ცდებოდა.

 

„უცბად, ჯადოსნური ჯოხის აკვრით არცერთი ქვეყანა არ აშენებულა. ბიძინა ივანიშვილს უნდა მივყვეთ, მივენდოთ მას და საბოლოდ გავალთ ფინალში, მშვიდ და ბედნიერ საქართველოში ვიცხოვრებთ. ივანიშვილი კეთილშობილი ადამიანია, ის რომ არ ყოფილიყო, შვილიშვილებსაც ვერ მოვესწრებოდი. ვინც დღეს მას არ აფასებს, მოვა დრო და მიხვდება, რომ ცდებოდა“, - განაცხადა კახი კავსაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში იწვა, თუმცა, ახლა ის შედარებით გამოკეთდა და ინტერვიუში თავისი ერთადერთი ოცნებაც გააჟღერა.

 

„ჩემი ოცნებაა, სიკეთე ზეობდეს! ათასგზის ვიტყვი, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს!“ - აღნიშნავს კავსაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი