logo_geo
„+18-ი და სასიყვარულო სამკუთხედში გახლართული დების ტრაგიკული ისტორია...“
- +

29 იანვარი. 2019. 00:37

 

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლით გახ­და, მსა­ხი­ობ თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბა მხო­ლოდ ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­ში თა­მა­ში არ არის - წლე­ბია, "თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბია და არა­ერ­თი დრა­მა­ტუ­ლი როლი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში" კი­დევ ერთი ასე­თი როლი ითა­მა­შა რე­ჟი­სორ ვანო ხუ­ციშ­ვი­ლის სპექ­ტაკლში "მუ­დამ ერ­თად". მისი გმი­რი - იო­ა­ნა პო­პეს­კო არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის, რე­ჟი­მი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა. დები - იო­ა­ნა და ალექ­სან­დრა პო­პეს­კო­ე­ბის ცხოვ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მძი­მედ ვი­თარ­დე­ბა - ალექ­სან­დრა საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან შორს ყოფ­ნას გა­ნიც­დის, იო­ა­ნას - დის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შე­უყ­ვარ­და.

"მუ­დამ ერ­თად" გა­სარ­თო­ბი სპექ­ტა­ლი არ არის, ის მათ­თვი­საა, ვი­საც ფიქ­რი და ჩაღ­რმა­ვე­ბა უყ­ვარს, წარ­მოდ­გე­ნა უამ­რავ კი­თხვას აჩენს - თუნ­დაც იმას, შეძ­ლე­ბენ თუ არა დები მო­მა­ვალ­ში ურ­თი­ერ­თო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ დროს ერ­თმა­ნეთს ერ­თად ყოფ­ნა შეჰ­ფი­ცეს.

თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე:

 

- მსა­ხი­ო­ბი ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობს, ჰქონ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო სა­მუ­შაო, იყოს მუდ­მივ ძი­ე­ბა­ში. ეს პრო­ცე­სი ამ­ჯე­რად, 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ წარ­მოდ­გე­ნა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას მქონ­და. ჩემი გმი­რი იო­ა­ნა პო­პეს­კო პირ­ველ სცე­ნა­ში 17 წლი­საა, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტია. ბო­ლოს კი, 35 წლის ქალი. ამი­ტომ, სცე­ნა­ზე 18 წელი მქონ­და გა­სა­ნა­წი­ლე­ბე­ლი. არ ვიცი, ეს რო­გორ მო­ხერ­ხდა, ყო­ველ შემ­თხვე­ა­ში, ვცდი­ლობ­დი, და­წყე­ბუ­ლი პა­ტა­რა დე­ტა­ლით, ემო­ცი­უ­რი მახ­სოვ­რო­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ვა­კონ­ტრო­ლებ­დი... ვანო ხუ­ციშ­ვი­ლი ის რე­ჟი­სო­რია, თუ კონ­კრე­ტულ როლ­ზე ზუს­ტად არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ხარ, არ და­გა­კა­ვებს. როცა მსა­ხი­ობს აირ­ჩევს, მერე აღარ ცვლის.

- გარ­და ფსი­ქო­ლო­გი­­რი რო­ლი­სა, სცე­ნა­ზე ორი­ვე მსა­ხი­ობს ფი­ზი­კუ­რი შრო­მაც გი­წევთ...

 

- კი, გა­და­სა­ნა­წი­ლე­ბე­ლია ტექ­ნი­კუ­რი ძალა, ფი­ზი­კუ­რი პლას­ტი­კა. ჩემს პერ­სო­ნაჟს ცალი თვა­ლით რომ შევ­ხე­დოთ, უარ­ყო­ფი­თი გმი­რია, მაგ­რამ რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, ნე­ბის­მი­ერ როლს, რო­მელ­საც ვთა­მა­შობ, ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მარ­თლე­ბა მო­ვუ­ძებ­ნო. იო­ა­ნა არის დრო­ის, მდგო­მა­რე­ო­ბის მსხვერ­პლი. ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც მე­სიჯს მიგ­ზავ­ნის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ვიქ­ცე და რო­გორ - არა. ამ სპექ­ტაკლმა მას­წავ­ლა, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს, ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ხე­დო სა­კუ­თარ თავს და არ უნდა დაგ­რჩეს გვერ­დით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. იო­ა­ნა დის წას­ვლას გა­დაჰ­ყვა, დის შეყ­ვა­რე­ბულს და გა­იხ­ლარ­თა ამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ში. ბო­ლოს კი ჯან­მრთე­ლო­ბის, სა­მუ­შა­ოს, პრო­ფე­სი­ის, შვი­ლის, ქმრის გა­რე­შე დარ­ჩა და 35 წლის ასაკ­ში 35 წლის ფი­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- წარ­მოდ­გე­ნა +18-ია, არის საკ­მა­ოდ თა­მა­მი სცე­ნე­ბი. ად­ვი­ლად და­თან­ხმდით ამას?

 

- ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, თე­მამ მო­ი­თხო­ვა გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი სხე­უ­ლი გა­შიშ­ვლე­ბულ ემო­ცი­ებ­თან და გრძნო­ბებ­თან ერ­თად. ამას ასე მარ­ტი­ვად და სხვა სპექ­ტაკლში ვერ გა­ვა­კე­თებ­დი და არ გა­ვა­კე­თებ­დი, ვი­მე­ო­რებ, ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა თე­მამ მო­ი­ტა­ნა. გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი მკერ­დე­ბი, - ეს არის ერთ ქა­ლად ქცე­უ­ლი 2 ქალი, - "შე­უმ­დგა­რი" მკერ­დი, "შე­უმ­დგა­რი" რძე, "შე­უმ­დგა­რი" დე­დო­ბა. უშ­ვი­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლი ორი ქა­ლის ბედი, - ამ ყვე­ლა­ფერს ასე შევ­ხე­დე და ასე გა­ვა­მარ­თლე. სცე­ნა­ზე პა­ტა­რა ყვა­ვი­ლიც კი არ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­მარ­თლებ­ლად და­აგ­დო... ბევ­რს ჩემ­გან ეს სი­თა­მა­მე გა­უკ­ვირ­და, რად­გა­ნაც საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი და დის­ტან­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, ცოტა მე­გობ­რი­ა­ნი, ვინც მყავს, ისი­ნიც - ამორ­ჩე­ვით. ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს. ღმერ­თმა გვა­ჩუ­ქა დედა, მამა, ბე­ბია ბა­ბუა, და-ძმა, ხოლო მე­ო­რე ნა­ხევ­რებს და მე­გობ­რებს ვირ­ჩევთ. ამი­ტომ, როცა გვეძ­ლე­ვა არ­ჩევ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, მინ­და, ისე­თი ავირ­ჩიო, ვინც მინ­და, რომ გვერ­დით მყავ­დეს. ჩემი, სიყ­ვა­რუ­ლის და მე­გობ­რო­ბის ერ­თგუ­ლე­ბი.

- მათ, ვი­საც სპექ­ტაკ­ლი ჯერ არ უნა­ხავთ და აფი­შას მოჰ­კრეს თვა­ლი მი­აჩ­ნი­ათ, რომ აფი­შა პრო­ვო­კა­ცი­­ლია...

 

- ვინც სპექ­ტაკლს ნა­ხავს, ასე აღარ მო­ეჩ­ვე­ნე­ბა და დარ­წმუნ­დე­ბა, რომ არის არ­შემ­დგა­რი ქა­ლე­ბის ის­ტო­რია, თუ რო­გორ გა­ა­ნად­გუ­რა ისი­ნი სიყ­ვა­რუ­ლის სამ­კუ­თხედ­მა, პო­ლი­ტი­კურ­მა და სო­ცი­ა­ლურ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ. ამ­ბა­ვი რუ­მი­ნუ­ლია და მისი ავ­ტო­რი ანკა ვის­დე­ია, მაგ­რამ გე­გო­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თულ პრობ­ლე­მას. ქვეყ­ნი­დან წას­ვლა რა­ტომ­ღაც დიდი გმი­რო­ბა ჰგო­ნი­ათ, არა­და, სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩე­ნა უფრო დიდი გმი­რო­ბაა, ამა­ზე­ცაა სპექ­ტაკ­ლი... არის კი­დევ ერთი-ორი უხერ­ხუ­ლი სცე­ნა და ცო­ტა­თი არ მო­მე­წო­ნე­ბა, თუკი მას ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი ნა­ხა­ვენ. ამი­ტო­მაც არის წარ­მოდ­გე­ნა +18.

ვანო ხუ­ციშ­ვი­ლი, სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რი:

 

- აქ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი თე­მე­ბია, - 90-იანი წლე­ბი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის­თვის ნაც­ნო­ბია და ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი ძა­ლი­ან ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს. გარ­და ამი­სა, სპექ­ტაკლში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხე­ლო­ვა­ნის ბედი, სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­ე­ბა, ყვე­ლაფ­რის სამ­შობ­ლო­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა, სა­ერ­თოდ, სხვა ქვე­ყა­ნა­ში შე­ნის აღ­მო­ჩე­ნა, ასე­ვე სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა. რამ­დე­ნად სა­ჭი­როა, სხვა­გან ვე­ძებ­დეთ ჩვენს თავს. ამ კი­თხვებ­ზე ყვე­ლას თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს...

- სპექ­ტაკლში მხო­ლოდ ორი მსა­ხი­­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს. ნინო ფილ­ფა­ნი და თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძე - რა ნიშ­ნით შე­არ­ჩი­ეთ ისი­ნი?

 

- როცა 8 წლის წინ, რე­ჟი­სო­რო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, ჩემი, რო­გორც რე­ჟი­სო­რის ნათ­ლო­ბა, თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლში მათ­თან ერ­თად მოხ­და, მათ ითა­მა­შეს იმ სპექ­ტაკლში და ეს 8-წლი­ა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა ახლა ასე მინ­დო­და დაგ­ვირ­გვი­ნე­ბუ­ლი­ყო და შეკ­რუ­ლი­ყო. ამას­თან, ვისი ბი­ოგ­რა­ფი­აც ასე თუ ისე ვი­ცო­დი, მინ­დო­და, მათ­თან ერ­თად მე­თა­ნამ­შრომ­ლა, მით უფრო, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია, ოღონდ, სხვა კუ­თხით მო­ყო­ლი­ლი. სპექ­ტაკ­ლის­თვის შექ­მნი­ლი მუ­სი­კა, რომ­ლის ავ­ტო­რიც გი­ორ­გი ჯი­ქი­აა, ზუს­ტად ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ ამ­ბავს, მუ­სი­კაც ცალ­კე თა­ვის ამ­ბავს ჰყვე­ბა...

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი