logo_geo
გიგლა ბარამიძე: „სანაცეთს“ ხმა საერთოდ არ ამოეღება!
- +

29 იანვარი. 2019. 13:04

 

 

„ნაცებს შევახსენებ, რომ 2010 წლის 20 ნოემბერს ახალქალაქის ცენტრში როგორ გახსნეს დიდი ზარ-ზეიმით სომხური ანბანის შემქმნელი მესროპ მაშტოცის ძეგლი!“ - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

 

ბარამიძე მიიჩნევს, რომ „ნაცებს“ სულ არ ამოეღებათ ხმა „ქართულ ოცნებაზე“ და არც პრეტენზია უნდა ჰქონდეთ მიხეილ ავაქიანის ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებთ, ვინაიდან ეს იყო ის ხალხი, ვინც სრულიად უაპელაციოდ უხსნიდნენ სხვადასხვა ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლებს ძეგლებს.

 

„ჰოდა, სანამ „ნაცები“ ხელს სხვისკენ გაიშვერენ, თავიანთ გაფუჭებულ საქმეს მიხედონ. როდესაც სააკაშვილი „მოქკავშირს“ გამოეყო და ე.წ. „ნაცმოძრაობა“ შექმნა, მან აქტიურად დაიწყო ურთიერთობების დამყარება „ჯავახკელ“ სეპარატისტებთან! ეს ჩემს თვალწინ ხდებოდა და ვიცი. სააკაშვილი შევარდნაძის ხელისუფლების შესასუსტებლად „ჯავახკელ“ სეპარატისტებს აგულიანებდა! ასე რომ, სააკაშვილის „სანაცეთს“ ხმა საერთოდ არ ამოეღება!“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი