logo_geo
დავით ქოჩიაშვილი: მერაბიშვილს რომ არ ეთქვა ჟვანიაზე გაზით გაიგუდაო, შესაძლოა, მასაც იგივე დამართნოდა…
- +

30 იანვარი. 2019. 15:13

 

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სავარაუდო მკვლელობის საქმეზე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ქოჩიაშვილი.

 

დავით ქოჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ჟვანია გაზითაც რომ გაგუდულიყო, ის იმ სახლში არ  არის გაგუდული, სადაც გვამი აღმოაჩინეს.

 

„ჟვანია შეიძლება, გაზითაც გაეგუდათ, მაგრამ არ მჯერა, რომ იმ სახლში გაიგუდა. ასე რომ ყოფილიყო, დაცვის ყველა წევრი დაჭერილი და პასუხისგებაში მიცემული იქნებოდა და არა დაწინაურებული. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, არ მგონია ჟვანიას გარდაცვალების გამოცხადება გახარებოდა. მერაბიშვილი მაშინ შს მინისტრი იყო და მის ზემოთ ვინც იდგა, ყველასთვის გასაგებია. რომ არ ეთქვა, გაზით გაიგუდაო, შეიძლება მასაც იგივე დამართვოდა, რაც ჟვანიას“, - განაცხადა დავით ქოჩიაშვილი.

 

ქოჩიაშვილი ასევე აცხადებს, რომ ჟვანია იმ სახლში გაგუდულს არ ჰგავდა და იმ საღამოს კორპუსში გაზი გამორთული იყო.

 

„ჟვანია იმ სახლში გაგუდულს არ ჰგავდა, თანაც იმ საღამოს იმ კორპუსში გაზი გამორთული იყო.  უნდა გამოიძიონ, ადამიანი გაზით გაიგუდა თუ გაზით გაგუდეს! საუკუნის შემთხვევა იყო და ბიომასალა შენახული იქნება, თან საქმე გახსნილი არ არის“, - აღნიშნავს ქოჩიაშვილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი