logo_geo
დათო ევგენიძე: იქიდან გამომდინარე, რომ პოეტი ვარ, ქალისთვის მიღალატია
- +

30 იანვარი. 2019. 17:20

 

უღალატია, თუ არა ქალისათვის დათო ევგენიძეს და დაუშვია თუ არა მას ისეთი შეცდომა, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ნანობს - ამასთან დაკავშირებით მუსიკოსი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ქალისთვის მიღალატია, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამას ღალატად დღესაც არ ვთვლი, იქიდან გამომდინარე, რომ პოეტი ვარ, მუზები მჭირდება, ამიტომ ქალი ჩემთვის არ არის ის მახე, სადაც ვებმები ხოლმე. ლექსს სჭირდება მძაფრი შეგრძნებები, განშორება, არშეხვედრა. როდესაც სტაბილურად ცხოვრობ შენს საყვარელ ქალთან ერთად, ამ უსასრულო სიყვარულს ლექსს ვერ დაუწერ. ამიტომ შეიძლება მოგონილი ქალი გიყვარდეს, არც იცნობდე... მე სულ მოგონილი ქალები მყავს ლექსებში.

შეცდომა, რომელსაც განსაკუთრებით ვნანობ, უკავშირდება ურთიერთობას ქალთან, რომელთანაც არ შეიძლებოდა, რომ კავშირი მქონოდა, ჩვენი ცხოვრების ობიექტური რეალობიდან გამომდინარე. ჩვენს შორის არაფერი უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც მოხდა, უამრავი წლის წინ“,- აღნიშნავს დათო ევგენიძე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი