logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: უცხოელებზე მიწების გაყიდვა კონსტიტუციით უნდა იყოს შეზღუდული
- +

25 იანვარი. 2017. 03:10



დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უცხოელებზე მიწების გასხვისება მნიშვნელოვანია და ის კონსტიტუციით უნდა იყოს დარეგულირებული. ამის შესახებ ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა.

 

„ახლახანს საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი მიწების გასხვისებაზე არა კონსტიტუციურია. ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც არც მორატორიუმი არის, არც შეზღუდვები და თავისუფალდ იყიდება მიწები უცხოელებზე როდესაც საქართველოს მოქალაქეები, ეკონომიურად არ არიან მზად ამ კონკურენციისთვის. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა იყოს სწორედ ის მუხლი, რომელიც ხელსუფლებას აძლევს შესაძლებლობას ამ საკითხზე მიიღოს კანონმდებლობა და შეზღუდვები. აღნიშნული  საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, დღეს მიმაჩნია, თუ სხვა არგუმენტები არ მოვისმინე, რომ სრული აკრძალვა არაა საჭირო კონსტიტუციაში, ეს არის არა მოქნილი მიდგომა და კატეგორიული აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, მმართველობა და ქვეყნის მართვა ნიშნავს რომ უნდა იყო მოქნილი. ჩვენ დღეს გვჭირდება უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე შეზღუდვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის კანონმდებლობის საკითხი იმიტომ, რომ შეიძლება ორ წეილწადში შეიცვალოს სიტუაცია და სხვანაირი მიდგომა დაგვჭირდეს,  ვიყოთ თავისუფალი, მაგრამ არ ვიყოთ კონსტიტუციით შეზღუდული და კონსტიტუცია გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ შევზღუდოთ ეს გაყიდვის საკითხი" ,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

big_banner
არქივი