logo_geo
დონალდ ტრამპი: ჩვენ გავბრწყინდებით და სხვები მოგვბაძავენ!
- +

25 იანვარი. 2017. 11:58




„ჩვენი პოლიტიკის საფუძველი ამერიკისადმი სრული, უპირობო ერთგულება იქნება და ქვეყნის ერთგულებით ჩვენ ერთმანეთის ერთგულებასაც მოვიპოვებთ", - ასე მიმართა ამერიკელ მოქალაქეებს დონალდ ტრამპმა.


პრეზიდენტის საინაუგურაციო სიტყვა „ასავალ-დასავალში" დაიბეჭდა.


დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა იქნება სამაგალითო ყველა სხვა ქვეყნისთვის და ის იბრძოლებს ტერორიზმის წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, აუცილებელია ერთგულება და პატრიოტიზმი


„ჩვენი მიზანი მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან მეგობრობაა, მაგრამ ვაღიარებთ, რომ ყველა ქვეყნის უფლება, უპირველესად, საკუთარი ქვეყნის ინტერესებია. ჩვენ თავს არავის ვახვევთ ჩვენი ცხოვრების წესს. გვინდა, რომ მისაბაძი  მაგალითი ვიყოთ. ჩვენ გავბრწყინდებით და სხვები მოგვბაძავენ.

 

ჩვენ განვამტკიცებთ ძველ კავშირებს და შევქმნით ახალს. ჩვენ გავაერთიანებთ ცივილიზებულ სამყაროს რადიკალური ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ და სრულად აღვგვით პირისაგან მიწისა.

 

ჩვენი პოლიტიკის საფუძველი ამერიკისადმი სრული, უპირობო ერთგულება იქნება და ქვეყნის ერთგულებით ჩვენ ერთმანეთის ერთგულებასაც მოვიპოვებთ. პატრიოტების გულში ცრურწმენების ადგილი არ არის. ბიბლია გვეუბნება: რა კარგია, როდესაც ადამიანები ერთად და ერთსულოვნად ცხოვრობენ. ჩვენ ღიად უნდა გამოვთქვათ ჩვენი აზრები, გულწრფელად ვიკამათოთ უთანხმოებებზე, მაგრამ ყოველთვის ვიყოთ სოლიდარულნი. როდესაც ამერიკა ერთიანია, მას ვერაფერი შეაჩერებს.

 

არ შეშინდეთ - ჩვენ ყოველთვის ვიქნებით დაცულები. ჩვენ გვიცავენ შესანიშნავი კაცები და ქალები, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ ორგანოებში მსახურობენ. და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენ გვიცავს ღმერთი", - განცხადა დონალდ ტრამპმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი