logo_geo
მარინა მოლოდინი: შეიძლება, ერთმა ვიდეოფირმა ან ინფორმაციამ თავდაყირა დააყენოს ყველაფერი
- +

25 იანვარი. 2017. 17:38



„კულუარულად მუდმივად არის ლაპარაკი, რომ „ჰაკიმ ფაშას" მსგავსი სხვა ვიდეოჩანაწერებიც არსებობს და რომელიმეს გამოქვეყნება დიდ აჟიოტაჟს გამოიწვევს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" ყოფილმა წარმომადგენელმა მარინა მოლოდინმა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მოლოდინმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში შესაძლოა ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გახმაურებული საქმეები გაიხსნას.


„სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ ბოკერიას გუნდმა მისთვის სასურველ კონტექსტში თავად წამოსწია ჟვანიას თემა და ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალური განხილვა მოაწყვეს. მაშინვე მივხვდი, რაღაცის გამო აწყობდათ ეს (ჯერ საქმის ძიება დასრულებული არ იყო და ლამის დასრულებულად გამოაცხადეს, მერე აღიარეს, რომ არსებითი განხილვა ისევ გრძელდებოდა და დეტალებზე მსჯელობას მოჰყვნენ... დაცვამ ლამის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ცხედარი მიშას დავალებით მიიტანა უკან ბინაში).

 

სწორედ ბოკერიას გუნდი მსჯელობდა ამ ყველაფერზე. მაშინვე მივხვდი, რომ ამ თემით მოახლოებული ყრილობის წინ მიშას დაშანტაჟება უნდოდათ. ასე რომ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ „ნაცმოძრაობა" ყოველთვის ხასიათდებოდა ერთი თვისებით - შიგნით ერთმანეთს ადრეც უპირისპირდებოდნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ისევ ერთიანდებოდნენ. ახლაც თითქოს ჯერ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მწვავე განცხადებები გააკეთეს, შემდეგ კი ვნახეთ ინტერვიუები სააკაშვილსა და უგულავასთან, სადაც აშკარად იგრძნობოდა, რომ ერთმანეთის მიმართ ტონი შეარბილეს. პირველ ხანებში სწორედ ასე გაგრძელდება, თუმცა შეიძლება, ერთმა ვიდეოფირმა ან ინფორმაციამ თავდაყირა დააყენოს ყველაფერი", - განაცხადა მარინა მოლოდინმა.


გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიების დაჩქარებასთან დაკავშირებით, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ „კვირის პალიტრასთან" განაცხადა, რომ შესაძლოა, ის მოწმეებიც ალაპარაკდნენ, რომლებსაც აქამდე რაღაცის შიში ჰქონდათ.


„როგორც სააკაშვილის, ისე ბოკერიას დაჯგუფება პასუხისმგებელია მამაჩემის მკვლელობაზე. ვფიქრობ, ის მოწმეები, რომელთაც აქამდე კიდევ რამის შიში ჰქონდათ, უფრო თამამად ალაპარაკდებიან. აქა-იქ ჩანერგილი პირებიც დაინახავენ, რომ „ნაცმოძრაობა" თავიდან ბოლომდე წყალწაღებული ძალაა და ვიმედოვნებ, საფლავში არ ჩაჰყვებიან. არ გამოვრიცხავ, მკვლელობაში პირდაპირ თუ არა ირიბად მონაწილე პირებმაც გაამჟღავნონ სიმართლე. ოღონდ ისინი ალაპარაკდნენ და პირველი მათ მე დავიცავ, რადგან მთავარია, სიმართლე ოფიციალურად დადგინდეს", - განაცხადა რუსუდან შარაძემ. 


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი