logo_geo
ლევან მგალობლიშვილი: სახლიდან რაღაცები ნამდვილად მომიპარავს...
- +

5 თებერვალი. 2019. 23:43

 

მოუპარავს თუ არა რაიმე ლევან მგალობლიშვილს (პანჩო)და რომელი მოგონება ახსოვს მას განსაკუთრებულად ბავშვობიდან? - ამასთან დაკავშირებით მუსიკოსი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სახლიდან რაღაცები ნამდვილად მომიპარავს და წამიღია. მაშინ პატარა ვიყავი, სახლში რემონტს ვაკეთებდით. მამაჩემს მანქანის ყიდვა უნდოდა. ერთხელაც გამეღვიძა, ლეიბი ავწიე და ვხედავ, მანქანის ფულია ჩაწყობილი შეკვრებით. ყოველ დილით ვაძრობდი ამ შეკვრებიდან ფულს და როდესაც მანქანის ყიდვის დრო მოვიდა და ფული დათვალეს, რა თქმა უნდა, ბევრი აკლდა. მიხვდნენ, რომ ფული ჩემი აღებული იყო და მაგრად მომხვდა. ცუდი ბავშვი კი არ ვიყავი, უბრალოდ, კარგი ცხოვრება მიყვარდა, ფულზე მეძინა და რა მექნა.

 

ბავშვობიდან განსაკუთრებით ერთი მოგონება დამამახსოვრდა. ფილარმონიის მთავარი რეჟისორი ბაჭული გელოვანი იყო, დედაჩემის მეგობრის მეუღლე. პლეხანოველი დაქალები იყვნენ, აი, ისეთები, ბავშვობიდან რომ ერთად მოდიან. სტუმრად რომ მივიდოდით, დამაყენებდნენ სკამზე, გავშლიდი ხელებს და ვმღეროდი - „ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია...“, თან ისე, რომ ისინი სიცილით სკდებოდნენ“, - იხსენებს „პანჩო“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი