logo_geo
სიმონ ჯანაშია: რეპეტიტორობა დროს ართმევს ახალგაზრდებს, რომ მეტი განათლება მიიღონ
- +

6 თებერვალი. 2019. 02:41

 

„რეპეტიტორობა არა მხოლოდ დროს ართმევს ახალგაზრდებს, რომ მეტი განათლება მიიღონ, არამედ რეპუტაციას ულახავს სკოლებს“, - განაცხადა განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ.

 

მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რეპეტიტორების უმრავლესობა თვითონ არის იმ მოსწავლეების სკოლის მასწავლებელი.

 

„რეპეტიტორობის პრობლემა ის არის, რომ რეპეტიტორების უმრავლესობა თვითონ არის იმ მოსწავლეების სკოლის მასწავლებელი, ვისაც ამზადებს და იმის გამო, რომ მათ აქვთ კომერციული ურთიერთობა საკუთარ მოსწავლეებთან, სასწავლო პროცესს კომერციულ ჭრილში უყურებენ - თავიანთ მოსწავლეებს უფრო მაღალ ნიშანს უწერენ, ან სასკოლო გაკვეთილების გაცდენას პატიობენ“, - განაცხადა ჯანაშიამ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი