logo_geo
მარიამ ჯაში: ჩემს შვილებს ქართული ენა რომ არ დავიწყებოდათ, ამერიკიდან დავბრუნდით
- +

25 იანვარი. 2017. 22:20



 

„ჩემი ორივე შვილი საქართველოში სწავლობს", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში „აიპრესთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.


„ჩემი ორივე შვილი საქართველოში სწავლობს. უფროსი, დეა გახლავთ სამედიცინო უნივერსიტეტის „აიეტის" მეორე კურსის სტუდენტი, ირაკლი კი მე-11 კლასის მოსწავლეა და ბრიტანულ-ქართულ სკოლაში სწავლობს. მათ დაახლოებით 4 წელი მოუწიათ სწავლა ნიუ იორკში, გაეროს საერთაშორისო სკოლაში, როდესაც მე გაეროს სისტემაში ვმუშაობდი. მაშინ სკოლის მოსწავლეები იყვნენ, შემდეგ სწორედ იმიტომ, რომ ჩემ შვილებს ავიწყდებოდათ ქართული, არა მხოლოდ ქართული ენა, არამედ რეალურად წყდებოდნენ ჩვენს ფესვებს, პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ტრადიციები ძალიან მნიშვნელოვანია და გადაწყვეტილება მივიღე 2011 წელს, რომ დავბრუნებლიყავით საქართველოში. პირველ პერიოდში აპროტესტებდნენ დაბრუნებას, მაგრამ დღეს ორივე აბსოლუტურად გულწრფელად მეთანხმება, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება", - განაცხადა ჯაშმა. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი