logo_geo
რუსეთის სამეცნიერო აკადემიაში 9 ქართველი მეცნიერი აირჩიეს
- +

26 იანვარი. 2017. 02:46


 


რამდენიმე დღის წინ რუსეთის სამეცნიერო აკადემიის ახალი წევრების - აკადემიკოსებისა და აკადემიის წევრ-კორესპონდეტების გვარები დასახელდა, მათ შორის 9 ქართველია.


რუსეთის სამეცნიერო აკადემიის ახალარჩეული წევრები არიან აკადემიკოსები: დავით იოსელიანი, ალექსი ბაინდურაშვილი, გენადი ხუბულავა, მოგელი (ანზორ) ხუბუტია; წევრ-კორესპონდენტები: რევაზ სეფიაშვილი, ოლგა ბოკერია, სიმონ მაწკეპლიშვილი, შალვა ელიავა, რამაზ გვეტაძე.


კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ფრიდონ თოდუა ყველა მათგანს პირადად იცნობს, მათ შესახებ ის „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


„დავით იოსელიანს კარგად ვიცნობ. 1996 წლიდან ის არის ინტერვენციული კარდიოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ინსიტუტის დირექტორი, ცნობილი მეცნიერი.

 

ვიცნობ გენადი ხუბულავას - ბრწყინვალე კარდიოქირურგს, პეტერბურგის სახელმწიფო პედიატრიული მედიცინის უნივერსიტეტის გულ-სისხლძარღვთა კათედრის გამგეს.

 

შესანიშნავი მეცნიერია მოგელი, იგივე ანზორ ხუბუტია, სოხუმში დაბადებული, სსრ კავშირში ტრანსპლანტოლოგიის (ორგანოების გადანერგვის) პიონერია, ტრანსპლანტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, დიდი ორგანიზატორი, სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტის დირექტორი.

 

ვიცნობ რევაზ სეფიაშვილსაც, ის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრიცაა, ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დამაარსებელი, მოსკოვში ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია.

 

რუსეთის დიდი აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა ბრწყინვალე ნეიროქირურგი შალვა ელიავა - ნიკოლაი ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამი კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი.

 

მართალია, პირადად არ ვიცნობ სტომატოლოგ რამაზ გვეტაძეს, რომელიც ასევე დიდი აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა, მაგრამ ვიცი, რომ უძლიერესი სპეციალისტია.

 

სამწუხაროდ, არ ვიცნობ ალექსი ბაინდურაშვილს, რომელიც ბავშვთა ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში მუშაობს.

 

არც გულ-სისხლძარღვთა ქირურგს სიმონ მაწკეპლიშვილს ვიცნობ.

 

რაც შეეხება ოლგა ბოკერიას, კარდიოქირურგია, ცნობილი ექიმის ლეო ბოკერიას ქალიშვილი. ყველა მათგანს ვულოცავ გამარჯვებას", - განაცხადა თოდუამ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი