logo_geo
ბექა ნაცვლიშვილი: უმრავლესობაში, აზრთა სხვადასხვაობაა ჩემ მიერ შეთავაზებულ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით
- +

9 თებერვალი. 2019. 20:56

 

როგორ უყურებს ბექა ნაცვლიშვილი საპენსიო რეფორმის საკითხს და რამდენად იზიარებენ უმრავლესობის წევრები მის აზრს, - ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ჩვენს ფრაქციაში მომზადებული ვარიანტი გულისხმობს, სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებულ საპენსიო სისტემას, ხოლო მთავრობის შემოთავაზებული ვარიანტი არის ინდივიდუალურ დაგროვებაზე დაფუძნებული სისტემა. აქედან გამომდინარე, ეს შეხედულებები  ერთმანეთისაგან ფუნდამენტურად განსხვავდება. საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადება კი, არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის გამო მოხდა.

 

რა თქმა უნდა, უმრავლესობაში, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ჩემ მიერ შეთავაზებულ ვარიანტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ უმრავლესობა ჩემს ხედვას გაიზიარებს. როდესაც ამ კანონპროექტზე უმრავლესობის ფორმატში ვმსჯელობდით, ის მხარდაჭერა, რომელიც საჭირო იქნებოდა ამ რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის მე ვერ ვიგრძენი“,- აღნიშნავს ბექა ნაცვლიშვილი.

 

 

big_banner
არქივი