logo_geo
თემურ მირიანაშვილი: ჩვენს გარშემო ყველგან უმძიმესი სიტუაციაა!
- +

27 იანვარი. 2017. 10:49


 



„შეხედეთ, რას ჰგავს აზერბაიჯანული მანათი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მყარი ფული იყო! გაუბედურებულია თურქული ლირაც", - ამის შესახებ პუბლიცისტმა თემურ მირიანაშვილმა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობაა.


„ეს ურთულესი და უმწვავესი პრობლემაა, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, - ჩვენს გარშემო ყველგან უმძიმესი სიტუაციაა! შეხედეთ, რას ჰგავს აზერბაიჯანული მანათი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მყარი ფული იყო! გაუბედურებულია თურქული ლირაც... სომხურ დრამსა და უკრაინულ გრივნაზე აღარაფერს ვამბობ... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში, ზემოხსენებულ ქვეყნებთან შედარებით, შესაძლოა, უკეთესი ეკონომიკური სიტუაციაც კი იყოს", - განაცხადა თემურ მირიანაშვილმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი