logo_geo
„დედის გინების მეტს რომ არაფერს აკეთებ და გინდა, საათივით აწყობილი ქყვეყანა გქონდეს, ასე არ არის, ძმაო!“
- +

27 იანვარი. 2017. 15:45



 

„ნახეთ, რა ხდება ღვინის მრეწველობაში, როგორი წინსვლაა სამედიცინო სფეროში", - ამის შესახებ მხატვარი თემო გოცაძე „ასავალ-დასავალს" ესაუბრა.


მისი თქმით, უკვე ოთხ წელზე მეტია, ბიზნესმენებს აღარაფერს ართმევენ. ქვეყანაში ბევრი კარგი რამ კეთდება, ამას კი დანახვა სჭირდება.


„თუ გვსურს, საზოგადოება ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს, რაც შეიძლება მეტი დადებითი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ქვეყანა დაიქოქა და ეს უნდა დავინახოთ!

 

ნახეთ, რა ხდება ღვინის მრეწველობაში, როგორი წინსვლაა სამედიცინო სფეროში. ყველაზე დიდი და მტკივნეული - C ჰეპატიტის პრობლემა გადაიჭრა, თანაც უსასყიდლოდ. ამის შედეგს ხვალ კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ. 6 დღე ვიწექი საავადმყოფოში და გაოცებული ვარ, მომსახურების როგორი მაღალი დონე იყო.

 

ოთხ წელიწადზე მეტია, ბიზნესმენებისთვის არავის წაუვლია ქეჩოში ხელი და არაფერი წაურთმევიათ. ერთი სიტყვით, დღეს ბევრი კარგი რამ კეთდება ქვეყანაში, რასაც ვერ ვხედავთ ან არ გვინდა დავინახოთ", - განაცხადა გოცაძემ.


როგორც გოცაძე აღნიშნავს, ხალხს მხოლოდ „მაიტა" აკერია პირზე, თუმცა თვითონ საქმის გაკეთების სურვილიც არ აქვთ.


„გადახედეთ საქართველოს ზემოდან, მოუხნავი არცერთი ადგილი არ არის. სახელმწიფო სამსახურის ნაკლებობაა, თორემ გლეხს საკუთარი მიწა აქვს და თუკი რამეს გაკეთება სურს, შეუძლია, გააკეთოს. სამწუხაროდ, მათი უმეტესი ნაწილი დოვლათის შექმნის ნაცვლად, მიცემული ფულით მანქანებს ყიდულობს. ამის მერე ხელისუფლების გინება სამართლიანია?! ხალხს პირი აქვს დაფჩენილი და მარტო იმას გაიძახიან - „მაიტაო". დედის გინების მეტს რომ არაფერს აკეთებ და გინდა, საათივით აწყობილი ქყვენა გქონდეს, ასე არ არის, ძმაო", - განაცხადა გოცაძემ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი