logo_geo
ნინო ბურჯანაძე: ბოკერია, თავი და თავი იყო ყველა იმ უკანონობისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა!
- +

27 იანვარი. 2017. 21:59


 


„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" დაშლასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ბურჯანაძე აცხადებს, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არ არის დამნაშავე და აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია ყველა უკანონობას ედგა სათავეში.


„ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობის" რომელი ფრთა იქნება - მარჯვენა თუ მარცხენა. ეს პარტია ჩემთვის არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელსაც პასუხი უნდა ეგო. არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია, ნამდვილად არ ვიყავი ბედნიერი და კმაყოფილი უგულავას ციხეში ჯდომით, მაგრამ ის, რომ მან ციხეში რაღაც პერიოდი გაატარა, არ ნიშნავს იმას, რომ გმირად შეირაცხოს. მითუმეტეს ბოკერია, რომელიც თავი და თავი იყო ყველა იმ უკანონობისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებდა. სააკაშვილი არ არის მარტო დამნაშავე იმაში, რაც მოხდა", - განაცხადა ბურჯანაძემ. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი