logo_geo
შალვა ხუციშვილი: საზოგადოება ნახავს, როგორი იქნება ჩვენი პასუხი
- +

28 იანვარი. 2017. 00:23


 

 

„საზოგადოება ნახავს, როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ დანაშაულზე", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი რუსთაველზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.


როგორც ხუციშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, საზოგადოების დაკვეთაა დამნაშავე მალე დაისაჯოს, მაგრამ არსებობს პროცედურები, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორცილედეს.


„გარკვეული დეტალები დღეს გავრცელდა და მე დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ჩვენი საპატრულო პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი იმისთვის, რომ შეიქმნას მტკიცებულებები, რათა გამოვლინდეს ვინ იყო დამნაშავე.

 

მესმის რომ საზოგადოების მოლოდინი, დაკვეთა არის, რომ რაც შეიძლება მალე დაისაჯოს დამნაშავე, რაც ასევე ჩვენი მოვალეობაა. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ არის გარკვეული პროცედურები. ექსპერტიზის გარეშე ავტოსატრანსპორტო დანაშაულზე ესე ერთი ხელის მოსმი შედეგი არ დგება. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტო მაქსიმალურად მუშაობს. საზოგადოება ნახავს, როგორი იქნება ჩვენი პასუხი ამ დანაშაულზე", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს ღამით თბილისში თავისუფლების მოედანთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა 26 წლის სოფო ბერიძე, რომელიც შემთხვევის დროს ტაქსით გადაადგილდებოდა. იგი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ფსიქოლოგად მუშაობდა.


 

big_banner
არქივი