logo_geo
მზია თოთლაძე: ჩვენი ოჯახი საერთოდ არ ერევა „იმედთან“ დაკავშირებულ საკითხებში
- +

28 იანვარი. 2017. 12:40



„დღეს მომწონს „იმედი", რა თქმა უნდა, არ ვერევი სარედაქციო პოლიტიკაში", - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის დამ მზია თოთლაძემ „თბილისელებს" განუცხადა.


როგორც თოთლაძე აღნიშნავს, „იმედთან" დაკავშირებული ბიზნესგარიგებები და პერიპეტიები მას არ ეხება.


„ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ ტელევიზიის მიმართ, ცხადია, განსაკუთრებულია. იყო პერიოდი, როდესაც მე არ მომწონდა „იმედი", თითქოს ჩამორჩა რეიტინგებს, რაც ამ ტელევიზიას ყოველთვის ჰქონდა. აღარ გახლდათ იმ დონეზე, ბადრის დროს რომ იყო, რაც ძალიან მტკენდა გულს. დღეს მომწონს ტელევიზია, რა თქმა უნდა, არ ვერევი სარედაქციო პოლიტიკაში, მაგრამ ის, რომ საზოგადოებასაც დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და უფრო გაიზარდა რეიტინგი, ძალიან მახარებს. რაც შეეხება ბიზნესგარიგებებსა და პერიპეტიებს „იმედთან" დაკავშირებით, ეს თემა მე არ მეხება. შესაბამისად, მე ვერაფერს ვიტყვი. ჩვენი ოჯახი საერთოდ არ ერევა ტელევიზიასთან დაკავშირებულ საკითხებში", - აცხადებს თოთლაძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი