logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: მიშა სააკაშვილმა ჩვენი შვილები, როგორც ბეღურები, ისე დახოცა ქუჩაში!
- +

28 იანვარი. 2017. 14:43


 

„ამდენი დროის გასვლის შემდეგაც, ჩვენ უკმაყოფილება გვეუფლება, აი, ამ წუთას, რადგან არც ერთი საქმე არ არის სამართლიანობას მიღწეული და ამიტომაც ვართ შეძრწუნებულები" - ამის შესახებ გიორგი გამცემლიძის მამამ ჯამბულ გამცემლიძემ „პრიორიტეტის" ეთერში განაცხადა.


„მე მინდა, ჩემი ხმა იმ ადამიანებს ესმოდეთ, რომლებიც პროკურატურაში და საგამომძიებლო ორგანოებში არიან.

ჩვენ, როგორც პატარა ბავშვებს, ისე გვათამაშებენ. ეს ძალიან ცუდ დღეში მაგდებს.

 

მიშა სააკაშვილმა ჩვენი შვილები, როგორც ბეღურები, ისე დახოცა ქუჩაში. ჯვარს გვაცვეს და ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი შვილების სასამართლო, ერთის მაინც მისულიყო ბოლომდე ან სანდროსი, ან ზურასი, ან ბუტასი, ვერცერთის სასამართლო ვერ გავიდა ბოლოში და ეს ჩემთვის არის დამთრგუნველი", - აცხადებს გამცემლიძე.

 



 

big_banner
არქივი