logo_geo
გია მეფარიშვილი: სამწუხაროდ „ვარდების ხელმძღვანელობამ” სხვა ვარიანტი აირჩია და...
- +

29 იანვარი. 2017. 20:06


 


ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი გაზეთ „რეზონანსთან" ინტერვიუში საქართველოს პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მეფარიშვილი აღნიშნავს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა კანონმდებლობა.


„მინდა ხაზი გავუსვა, სახელმწიფო დაწესებულებების (ინსტიტუციის) სტატუსით მეტ დამოუკიდებლობს მიანიჭებდა პროკურატურას და მაქსიმალურად დაუახლოვდებოდა საერთო სასამართლოების სისტემას. კერძოდ, გაჩნდებოდა ერთიანი კრიტერიუმი მოსამართლის და პროკურორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ა.შ. სამწუხაროდ „ვარდების ხელმძღვანელობამ" სხვა ვარიანტი აირჩია და შეიხის მიერ ნაბოძები ძვირფასი ხალათი მხოლოდ ერთ კაცს - ზურაბ ადეიშვილს მოარგო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა კანონმდებლობა, მაგრამ ძალაში რჩება კონსტიტუციური დებულება, რომლის მიხედვით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროშია გაერთიანებული", - აღნიშნა მეფარიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი