logo_geo
ზურაბ აბაშიძე კარასინის მუქარაზე: NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობა, ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა
- +

4 მარტი. 2019. 15:42

 

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგოლ კარასინთან შეხვედრას აჯამებს.

 

აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ გახდა  კარასინის განცხადება საქართველოსთან მუქარის შემცველი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად კარასინის საუბრის ტონალობისა, საქართველო, NATO-სა და ევროკავშირის გზას არ გადაუხვევს.

 

„NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობა, ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებაა და ეს პრაღის ფორმატში განსახილველი თემა არ არის. კარასინის მუქარის შემცველ განცხადებებში ნათლად გამოჩნდა თუ რაოდენ უარყოფითია რუსეთის დამოკიდებულება NATO-სთან ჩვენი და უკრაინის თანამშრომლების მიმართ. ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ამჯერად ასეთი ფორმა და ტონალობა არჩიეს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 

აბაშიძე ასევე აღნიშნა, რომ კარასინმა, ამჯერად მუქარის ასეთი ფორმა აირჩია, თუმცა დამოკიდებულება არც მანამდე ყოფილა განსხვავებული.

 

„მარტივი საუბარი არც ერთხელ არ გვქონია. ვერ ვიტყოდი, რომ ეს შეხვედრა რაღაცით გამოირჩეოდა, მაგრამ იმ კომენტარებს, რაც შემდგომ გააკეთა, ძალიან უარყოფითი რეზონანსი მოჰყვა. ასეთი სახის განცხადებები ყოვლად მიუღებელია“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმათა. შეხვედრამდე კარასინმა, ქართველი კოლეგები შესაძლო „უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ გააფრთხილა.

 

ასევე, კარასინმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში NATO-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი