logo_geo
აკაკი ზოიძე: თამბაქოს გაძვირების შესაბამისად, ნაკლებს მოწევენ ან საერთოდ არ დაიწყებენ მოწევას
- +

4 მარტი. 2019. 18:15

 

გასახვევ თამბაქოზე აქციზის ფასის გაძვირების ინიციატივით, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ მთავრობას მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, აღნიშნულ რეკომენდაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა და ფასის მატების მიზანი მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.

 

„ჩვენ გვაქვს მსოფლიო რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ აქციზის მატების ამოცანა რომ შესრულდეს, დაფასოებული თამბაქოს ფასის გაზრდაც უნდა მოხდეს. ეს არის ევროინტეგრაციის ვალდებულება. ამოცანა არის ის, რომ ხალხმა ნაკლებნი მოწიოს ან საერთოდ არ დაიწყონ მოწევა. დამტკიცებულია, რომ ფასი ერთადერთი ბარიერია. ამბობენ, რომ ამას ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში თუ ყველა სახის თამბაქოს პროდუქტზე მოხდება გაძვირება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

 

ზოიძე ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელი ეს რეკომენდაციები აუცილებლად განხორციელდეს, რათა მწეველთა რაოდენობა შემცირდეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი