logo_geo
„დიკაპრიომ მითხრა, რომ რუსეთ - საქართველოს ომში საქართველოს გულშემატკივრობდა“
- +

6 მარტი. 2019. 00:46

 

 

ქალბატონები გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საკუთარ გარეგნობაზე ფიქრს განსაკუთრებულად იწყებენ. როგორც ბაგრატიონების რძალი ქრისტინე ძიძიგური ამბობს, მისი სილამაზის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების სტილსა და ბუნებრიობაშია. მან და ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელმა პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვარი შარშან დაიწერეს, თუმცა წყვილი უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულია. გთავაზობთ მის ინტერვიუს ჟურნალ „გზის“ არქივიდან:

 

ქრისტინე ძიძიგური:

 

- პირველ რიგში, გილოცავთ გაზაფხულის დადგომას (იცინის)! წელიწადის ეს დროს ყველაზე მეტად მიყვარს. როცა ირგვლივ ყვავილებია და ხეები აყვავებას იწყებს, მიმძაფრდება სურვილი, რაც შეიძლება კარგად და მომხიბვლელად გამოვიყურებოდე ანუ თავის მოვლის სხვა ეტაპზე გადავდივარ. გაზაფხულზე კანი საგრძნობლად შრება. ამიტომაც, წელიწადის ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია კანის დატენიანება და კვების რაციონის შეცვლა, რაც შეიძლება მეტი ბოსტნეულისა და ხილის მიღებას გირჩევთ, რომ ორგანიზმი ვიტამინებით შეივსოს, ეს კი ცხადია, ჩვენს გარეგნობაზეც დადებითად აისახება.

 

- თავის მოვლას ბევრ დროს უთმობ?

 

- საერთოდ, თავის მოვლა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ამაში ძალიან ბევრ დროსაც არ ვხარჯავ, მაგრამ ყოველდღიურად, გარკვეული დროის განმავლობაში, საკუთარ გარეგნობაზე აუცილებლად ვზრუნავ.

 

- ბუნებრივ კრემებსა და ნიღბებს ანიჭებ უპირატესობას თუ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ კრემებს ყიდულობ?

 

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენო ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებები. გულწრფელად გეტყვით, უპირატესობას საფრანგეთსა და ისრაელში დამზადებულ პროდუქციას ვანიჭებ.

 

- თუ გაქვს სილამაზის რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი?

 

- ჩემი სილამაზის საიდუმლო რეცეპტს გაგანდობთ. ყოველთვის ვიყენებ ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქციას, ვიკვებები ჯანსაღად და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად შევეხო ქიმიურ ნივთიერებებს.

 

- რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში იმისთვის, რომ სასურველ ფორმაში იყო?

 

- გარდა კარგ ფორმაში ყოფნისა, ვარჯიშს კიდევ სხვა, უამრავი პლუსი აქვს. პირველ რიგში, დავასახელებ სტრესიდან გათავისუფლებას, ახალგაზრდობის შენარჩუნება. ვარჯიშზე ამბობენ, რომ გონებას აახლებს და აზროვნებაში გვეხმარება.

 

 

 

საერთოდ, ინტენსიურად ვვარჯიშობ, მაგრამ გამოგიტყდებით და, ბოლო პერიოდში, მოგზაურობების გამო, რეჟიმი ცოტა არ იყოს, დამერღვა. თუმცა, დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით მაინც, სირბილისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ.

 

- ხშირად გიწევს დიეტაზე ყოფნა?

 

- დიეტას არასოდეს ვიცავ.

 

- სილამაზის სალონებში ხშირად დადიხარ თუ ცდილობ, თავი დამოუკიდებლად მოიწესრიგო?

 

- სილამაზის სალონი ჩემთვის საკმაოდ კომფორტული ადგილია. დიახ, სალონებში ხშირად დავდივარ. თუმცა, საკუთარი თავის მოწესრიგება დამოუკიდებლადაც შემიძლია.

 

- თმას როგორ უვლი? როგორც ვიცით, საღებავი მის სტრუქტურას აზიანებს. რას აკეთებ იმისთვის, რომ თმა შეღებვისას არ დაიწვას და კანიც არ დაზიანდეს?

 

- თმის მოვლა ძალიან მიყვარს. გეთანხმებით, საღებავების ხშირი გამოყენება თმას აზიანებს. უკვე აპრობირებული მეთოდია შეღებილი თმის კერატინით გამდიდრება. კერატინი ხელს უწყობს თმას, იყოს უფრო ელასტიკური და მბზინავი. მიხარია, რომ ამ მეთოდით უკვე საქართველოშიც სარგებლობენ. პირადად მე, ფრანგული თმის მოვლის საშუალებებს ვიყენებ, რომელიც მის სტრუქტურას კი არ აზიანებს, არამედ პირიქით - აჯანსაღებს.

 

- მეუღლე თუ ცდილობს საჩუქრებით შენს განებივრებს?

 

- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს საჩუქრებით ხშირად ვანებივრებთ. მას სიურპრიზების მოწყობა შესანიშნავად გამოსდის.

 

- როგორ იწყებ დილას - ყავით თუ საუზმით?

 

- ჩემთვის ყველა დილა იწყება წლის გარკვეული რაოდენობის მიღებით. სასურველია, ოთახის ტემპერატურის, ე.წ. ნადგომი წყალი მივირთვათ. უზმოზე წყლის დალევა კარგია ჯანმრთელობისთვის, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ვსაუზმობ.

 

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

 

- ეს დიდად არ მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ, ბუნებრივად გამოვიყურებოდე. ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ, ისე, რომ თითქმის არ მემჩნევა. ხშირად ამბობენ, მაკიაჟი კანს აფუჭებსო. ჩემი აზრით კი, კანის კარგად დატენიანების შემდეგ, მინიმალური მაკიაჟი სახის კანს „ინახავს“ კიდეც. მოგეხსენებათ, გარემო ძალიან დაბინძურებულია, განსაკუთრებით - ქალაქებში, სადაც უამრავი მანქანის გამონაბოლქვია და ეს უფრო მეტად აზიანებს კანს, ვიდრე კოსმეტიკური საშუალებები.

 

- სამკაულების ტარება გიყვარს? თუ გაქვს საყვარელი აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არასდროს გადიხარ?

 

- სამკაულები და აქსესუარები მიყვარს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით ვატარო. ბევრი საყვარელი აქსესუარი მაქვს, მაგრამ ისეთი გამორჩეული არც ერთი, რომ მის გარეშე სახლიდან არ გავიდე.

 

- დაასახელე შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც მეუღლეს მოურთმევია.

 

- ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მეუღლის ნაჩუქარი მწვანე ყელსაბამი, რომელიც გაცნობის შემდეგ მაჩუქა, იმის ნიშნად, რომ დარწმუნებული იყო ჩემ მიმართ საკუთარ გრძნობებში.

 

- ევროპაში ცხოვრებისას უამრავ ცნობილ ადამიანს შეხვედრიხარ... როგორც ვიცი, პირადად იცნობ ლეონარდო დიკაპრიოს. სად გაიცანი ის?

 

- ლეონარდოს რამდენჯერმე შევხვდი: ჯერ კანის კინოფესტივალზე და შემდეგ - პარიზში. ვისაუბრეთ რუსეთ-საქართველოს ომზეც. მან ყველაფერი იცოდა და ისიც მითხრა, რომ ამ ომში საქართველოს გულშემატკივრობდა. ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და ნიჭიერი ადამიანია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი