logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება იყოს კიდევ უფრო მარტივი და მიმზიდველი
- +

30 იანვარი. 2017. 11:25



საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეფორმები სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის და მომავალში ამას ყველა იგრძნობს.

 

„ეკონომიკის მინისტრად მუშაობისას, ჩემი ყველა გადაწყვეტილება ბიზნესისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ფინანსთა მინისტრი სულ ორი თვეა, რაც ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთება იყოს კიდევ უფრო მარტივი და მიმზიდველი. თუმცა, რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შევურიგდები," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი