logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს…
- +

30 იანვარი. 2017. 16:18


 

„50 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელს, რომელთაც ბოლო 5 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა, ჩამოეწერათ 2 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება", - ამის შესახბე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრას" განუცხადა.


როგორც პირველი ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, გადასახადები ჩამოეწერათ იმ კომპანიებს, რომლებსაც 2001 წლის 1 იანვრამდე გადაუხდელი დავალიანებები ჰქონდათ, ასევე იმათ, ვისაც 2013 წლის 1 იანვრამდე არსებულ დავალიანებაზე სანქციები დაერიცხათ, ამით ამ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ, საქმიანობა განეახლებინათ.


„საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ, როგორც 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანებები, ასევე 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით. აღნიშნული ცვლილებების შედეგად 50 000-ზე მეტ გადასახადის გადამხდელს, რომელთაც ბოლო 5 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა საქმიანობა, ჩამოეწერათ 2 მილიარდ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება. შედეგად, კომპანიებს, რომლებსაც დავალიანების გამო შეჩერებული ჰქონდათ სამუშაოები, შესაძლებლობა აქვთ, განაახლონ საქმიანობა. ასევე, ფიზიკურ პირებს, რომელთაც საგადასახადო დავალიანების გამო შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობის განხორციელება, მათ შორის დაქირავებით მუშაობა (საბანკო ანგარიშზე დადებული ყადაღის და საინკასო დავალების გამო), შესაძლებლობა აქვთ, განაახლონ საქმიანობა. დღეის მდგომარეობით 1000-მდე პირმა განაახლა საქმიანობა...

 

ზოგადად, გადასახადები ყველამ უნდა გადავიხადოთ, თუ გვინდა, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. სამართლიანი გადასახადების გადახდის საქმეში უკომპრომისოები ვიქნებით. ჩვენ ძალიან კარგი ადმინისტრირება გვაქვს, ანუ შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის 25,5%, მათ შორის გადასახადების ნაწილში 24,6%. თუმცა ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ შემოსავლები გაზარდო. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია თვითდასაქმებულის ცნობიერების ამაღლება, რომ მათ გადაიხადონ გადასახადები. ისე არავინ გამიგოს, რომ ფინანსთა მინისტრი პირველი, რასაც გააკეთებს, გაიქცევა და ძიძას, ტაქსისტს და რეპეტიტორს ეტყვის, რომ გადასახადი გადაიხადოს. თუმცა ჯამურად ამ ბიზნესში 200-დან 300 მილიონ ლარამდე ტრიალებს, რომელიც არანაირად არ რეგულირდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი