logo_geo
„ადამიანებს ხელფასი რომ გაეზრდებათ, ის გაზრდილი ხელფასი არ უნდა შეუჭამოს სესხის მომსახურებამ!“
- +

31 იანვარი. 2017. 11:30



„საწვავზე აქციზის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილებაა, თუმცა იმთავითვე გვქონდა გათვლები, რომ ამას 1%-იანი ფასების ზრდა უნდა გამოეწვია, მაგრამ თუ ჩვენ ამას ყველაფერს ჯამურად შევხედავთ, ეს ეკონომიკური ზრდაა", - ამის შესახებ პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საუბრობს.


როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მთავარი ამოცანა ეკონომიკის ზრდაა. მისივე თქმით, თამბაქოზე ფასების ზრდა ევროკავშირთან გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ გამოიწვია, ხოლო საწვავზე აქციზის ზრდა ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილებაა.


„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ამოცანა სწორედ ეკონომიკური ზრდაა და ერთ-ერთი მიმართულება ხარჯების შემცირებაა. კიდევე რთი მიმართულება ის არის, რომ დამატებით დაახლოებით 14 მილიარდ ლარს დავხარჯავთ ინფრასტრუქტურაზე, რაც ეკონომიკის ზრდას ხელს შეუწყობს. ამავე დროს, მოგების გადასახადის რეფორმა ინვესტიციების წახალისებას ხელს შეუწყობს. ეს წელს დამატებით 500 მილიონის ლიკვიდურ აქტივებს კერძო სექტორში გვაძლევს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-ია, რაც კერძო სექტორში დავტოვეთ, რომელიც გარანტიაა იმისა, რომ შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა განვითარდება. რაც შეეხება გადასახადების ზრდას - თამბაქოზე არ შევჩერდები, რადგან აქციზების ზრდის ვალდებულება ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით გვქონდა, არც ავტომობილებზე ვილაპარაკებ ბევრს, რადგან ახალ და ჰიბრიდულ ავტომობილებზე შეღავათები დაწესდა, ხოლო ელექტროავტომობილები საერთოდ ყველაფრისგან არის გათავისუფლებული... რაც შეეხება საწვავზე აქციზის გაზრდას, ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილებაა, თუმცა იმთავითვე გვქონდა გათვლები, რომ ამას 1%-იანი ინფლაცია უნდა გამოეწვია, ანუ 1%-იანი ფასების ზრდა, მაგრამ თუ ჩვენ ამას ყველაფერს ჯამურად შევხედავთ, ეს ეკონომიკური ზრდაა", - აღნიშნავს ქუმსიშვილი.


კითხვაზე, თუ როდის აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეების ჯიბეზე, დიმიტრი ქუმსიშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხში ყველაზე დიდ პრობლემას სესხის მომსახურება წარმოადგენს.


„წლების განმავლობაში მოქალაქეებს განკარგვადი შემოსალები უმცირდებოდათ და არ ჰქონდათ შეგრძნება, რომ მათი შემოსავალი იზრდებოდა. 2010 წელს მოქალაქის განკარგვადი შემოსავლიდან სადღაც 10-11% მიდიოდა სესხის მომსახურებაზე, დღეს კი ეს მაჩვენებელი 24-25%-ია. აქედან გამომდინარე, უდიდესი პრობლემაა სწორედ სესხის მომსახურება და გადაჭრა არის ლარიზაციის ამოცანა. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმებით მოვახერხებთ იმას, რომ ადამიანების განკარგვადი შემოსავალი აღარც მცირდებოდეს და აღარც იზრდებოდეს ვალუტის კურსის მერყეობასთან შესაბამისობაში. შესაბამისად, ადამიანებს ხელფასი რომ გაეზრდებათ, ის გაზრდილი ხელფასი არ უნდა შეუჭამოს სესხის მომსახურებამ", - აცხადებს ქუმსიშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი