logo_geo
თემურ ქორიძე: გიგა კობალაძემ უკან დასახევი გზა არ დაიტოვა!
- +

14 მარტი. 2019. 20:26

 

 

 

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში არასამეწარეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, „ქონებრივი საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ქართული ასოციაციის“ შექმნის თაობაზე. აღნიშნული ფაქტს ჟურნალისტი თემურ ქორიძე შემდეგი სახის განცხადებით ეხმიანება:

 

„ახალი „ასოციაციის“ შექნას წინ უსწრებდა მოლაპარაკებები, უფრო ზუსტად, მოლაპარაკების მცდელობები საქართველოში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციასთან, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა.

 

ახალშექმნილი საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის აზრით, თანამედროვე პირობებში როგორც ჩვენში, ისე  მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, უხეშად ირღვევა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნა-გამოყენებასთან დაკავშირებული საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები; მოსაგვარებელია შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები; მოქმედი ორგანიზაცია ვერ ახერხებს და არც ცდილობს პრობლემების მოგვარებას; სრულიად გაუმჭვირვალე, ბნელით მოცულია ხელოვანთა ანაზღაურების სისტემა...

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამცველი მოქმედი ორგანიზაციის მტკიცებით, იგი სრულად იცავს ქართველ ხელოვანთა უფლებებს; იურიდიული თვალსაზრისით, მათთან ურთიერთობის საკითხები სავსებით გამართულია; წარმატებით თანამშროლობს ანალოგიურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და, საერთოდ, რასაც აკეთებს, „ყველაფერს ლაზათიანად აკეთებს“; ახალი უფლებადამცველი ორგანიზაცია არის რუსული პროექტი, ევრაზიულ გაერთიანებაში საქართველოს შეთრევისა და საქართველოს „ინტელექტუალური ოკუპაციის“ მცდელობა; რაც მთავარია, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა („საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“) გამორიცხავს საავტორო უფლებათა დაცვის სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაციის არსებობას...

 

ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ყურადღებით გავეცანი აღნიშნული ურთიერთობების მარეგულირებელ, ცოტა არ იყოს, უცნაურად ვრცელ და, ჩემი აზრით, ხელოვნურად გართულებულ-გაბუნდოვანებულ საქართველოს კანონს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“. ზოგი რამ იქ, შესაძლოა, მართლაც საკამათო იყოს, მაგრამ არსად ერთი სიტყვით, ან მინიშნებითაც კი ნათქვამი არ არის, რომ  საავტორო უფლებათა დაცვა მხოლოდ ერთი რომელიმე ორგანიზაციის პრეროგატივა შეიძლება იყოს. პირიქით, იმ მუხლებში, რომლებიც ავტორთა უფლებების დაცვის გარანტიებს უზრუნველყოფს (მუხლი 63-66), უკლებლივ ყველგან უფლებადამცველი ორგანიზაციები მოიხსენიება მრავლობით რიცხვში. ანუ კანონი ყველგან არაორაზროვნად ერთზე მეტ (ბევრ!) საავტორო უფლებების დამცველ ორგანიზაციაზე მიუთითებს. ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში ბატონი კობალაძე ცინიკურად ცრუობს. მართალია, სიცრუე უღირსი საქციელია, იგი არ შეიძლება მოგეწონოს, მაგრამ გასაკვირიც არაფერია - ეტყობა, მან უკან დასახევი გზა არ დაიტოვა“, - აცხადებს თემურ ქორიძე.

 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=93917

 

 

 

big_banner
არქივი