logo_geo
მამუკა არეშიძე: რუსი სასულიერო პირები დრანდასა და ილორში არ უშვებენ მრევლს
- +

31 იანვარი. 2017. 16:10


 

ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე ისაუბრა.


„აფხაზ საზოგადოებაში ძალიან გამწვავდა დამოკიდებულება ისეთი თემისადმი, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობა.

 

მწვავე ბრძოლაა რუს საეკლესიო მოღვაწეთა წინააღმდეგ დრანდისა და ილორის ეკლესიების დაზიანების გამო... ეს დაპირისპირება 2015 წელს დაიწყო და დღეს უკვე სერიოზული ფორმა მიიღო. აფხაზურმა ხელისუფლებამ და „აფხაზურმა ეკლესიამ" დროებით სარგებლობაში გადასცა ეს ორი ეკლესია რუს საეკლესიო მოღვაწეებს. მათ (რუსებმა) ჩათვალეს, რომ სამუდამო მფლობელობაში გადაეცათ. ამიტომ შეცვალეს შიდა დიზაინი, გაათეთრეს... 2015 წლიდან ითხოვენ აფხაზები, ამ ეკლესიებს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რუსი სასულიერო პირები დრანდასა და ილორში არ უშვებენ მრევლს", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

 

მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ახალ ათონში ბერძნული ფრაგმენტები გაანადგურეს სწორედ იმ რუსმა მღვდლებმა, რომლებიც ახალი ათონის მონასტერში ცხოვრობენ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი