logo_geo
რა გავლენას ახდენს ცოლქმრულ ურთიერთობებზე დაბადების წელი
- +

20 მარტი. 2019. 15:15

 

დაბადების წელი დიდ გავლენას ახდენს ადამიანი ხასიათზე, სიყვარულზე, ცხოვრების სტილსა და ზოგადად იღბალზე. იღბლიანი და უიღბლო ქორწინებაც კი დაბადების წელზეა დამოკიდებული. კერძოდ ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს სწორედ მეუღლეთა დაბადების წელი განსაზღვრავს.

 

ვირთხის, გველეშაპის და მაიმუნის წლებში დაბადებულები, ერთი შეხედვით უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისათვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ადვილად ჰყვებიან ვნებებს და არ უსმენენ გონებას და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას ითვალისწინებენ. არასდროს ხელმძღვანელობენ მკაცრი ლოგიკით. მათთვის არ არსებობს ამოუცნობი ადამიანი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებასა და გარეგნობას. მათთვის სიყვარული თავისუფალი, შეზღუდვების გარეშეა. უჭირთ ორიენტირება რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ სირთულეებს. ამ ნიშნით დაბადებულები ბუნებით მშვიდები არიან, თუმცა, ხშირად, უნებისყოფო ადამიანი შთაბეჭდილებას ტოვებენ.

 

ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები, უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. კარგი მრჩევლები არიან, თუმცა საკუთარი თავისთვის- არა. ასეთ ადამიანთან ქორწინება რთულია, თუმცა მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა და ვალდებულების გრძნობა სასიკეთოდ მოქმედებს მათ ოჯახურ და ცოლქმრულ ურთიერთობაზე. მათთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. ხშირად ცდილობენ „გადააკეთონ“ თავიანთი რჩეულები და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. ამის გამო კი, მათი სასიყვარულო ისტორიები დანაკარგებითა და იმედგაცრუებით არის სავსე.

 

ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებულების გადაჭარბებული ქება დაუშვებელია. მათ ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ თავის გამოჩენა. როგორც წესი, ისინი არასდროს არიან გულგრილნი საპირისპირო სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი, არაორდინარული თაყვანისმცემლები მოსწონთ. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი, ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. ამ წლებში დაბადებული ადამიანები მუდმივად ძიების პროცესში არიან. სიძნელეების გადალახვაც ძლიერი ხასიათის გამო, არ უჭირთ. თუმცა მუდამ მხარდაჭერასა და სიყვარულს საჭიროებენ.

 

კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანი შინაგანად სუფთა და ლამაზია. განსაკუთრებული შარმი და მიმზიდველობა აქვთ. მართალია, ნაკლებად ერკვევიან საპირისპირო სქესის ფსიქოლოგიასა და სასიყვარულო წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, ეს მათთვის დაბრკოლება არ იყოს. უყვართ სიახლეები და რომანტიკული თავგადასავლები. მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებაში წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობას იდეალურად ახერხებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი