logo_geo
ლადო კახაძე: უფალს პირისპირ რომ შევხვედროდი, პირველად მივესალმებოდი, შემდეგ კი...
- +

21 მარტი. 2019. 16:38

 

 

ნანობს თუ არა რაიმეს ლადო კახაძე და რას ეტყოდა ის უფალს, პირისპირ რომ შეხვედროდა - ამასთან დაკავშირებით ცნობილი ექიმი ჟურნალ „თბილისელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„არიან თავდაჯერებული ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რამდენჯერაც არ უნდა დავიბადო, მაინც ერთი და იმავე გზით ვივლიო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. უპირველეს ყოვლისა, მინანია ის, რომ ადამიანს გავწყრომივარ. ახლა არავითარ შემთხვევაში არ გავუწყრებოდი. შეიცან თავი შენი- შენს თავს გარედან შეხედე, წიგნივით წაიკითხე. წიგნს რომ ერთხელ წაიკითხავ, ზოგჯერ ავტორისეული გავლენის ქვეშ ექცევი და მთავარი გმირი მოგწონს. მეორედ წაიკითხავ და მისი ანტიპოდი მოგწონს და ფიქრობ, პირდაპირ დაუპირისპირდე იმ სივრცეს, რომელმაც შვა ეს ანტიპოდი. ჩემი თავისთვის გარედან რომ შემიხედავს, როგორ მინანია - მე იმ მომენტში ძლიერი ვიყავი, გავუწყერი, მას კი არასოდეს დაავიწყდება და ამიტომ ვცდილობ, არავის გავუწყრე.

 

უფალს პირისპირ რომ შევხვედროდი, პირველად ვეტყოდი სალამს, შემდეგ კი მადლობასა და ბოდიშს ერთდროულად. მე ორივე სიტყვა მიყვარს. ეს სიტყვები ყავარჯენივითაა. ჩემს მეორე წიგნს ჰქვია „გმადლობ, ბოდიში“. არ არსებობს სიტუაცია, რომელიც ამ სიტყვებს არ ეხსნას, ყავარჯენივითაა, ორივე გადაგარჩენს და ტალახში გაგატარებს. უფალს ვეტყოდი მადლობას იმისათვის, რაც  გამატარა, იმ ჩემი ნაჩუქარი სიცოცხლისთვის და ბოდიშს - თუ სადმე ოდესმე თავი შევირცხვინე“,- აღნიშნავს ლადო კახაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი